https://sputnik-georgia.com/20230603/vladikavkaz-tbilisis-gzaze-saremonto-samusaoebi-ganxorcieldeba-278250163.html
ვლადიკავკაზ-თბილისის გზაზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდება
ვლადიკავკაზ-თბილისის გზაზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდება
Sputnik საქართველო
გაზმომარაგება გათიშულ გაზგამანაწილებელ სადგურზე სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. 03.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-03T14:50+0400
2023-06-03T14:50+0400
2023-06-03T14:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270301462_0:181:2998:1867_1920x0_80_0_0_b4ae835c698ee5a95c0be37abdd78cf7.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება 5 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის გზაზე, რის გამოც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება, იუწყება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 64,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიამასთან დაკავშირებით, 5 ივნისის 09:00-დან 15:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის, სნოს, სტეფანწმინდისა და ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურებისა და შპს „სასტუმრო ყაზბეგის“ მომხმარებლებს.კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება დაბა ყაზბეგსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშა, აჩხოტი, ახალციხე, გარბანი, გველეთი, კარკუჩა, სიონი, სნო, ცდო, ქოსელი და ჯუთა.ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.წყარო - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270301462_134:0:2865:2048_1920x0_80_0_0_70996b34d09013c27595f0d780757de3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ვითარება გზებზე
ვლადიკავკაზ-თბილისის გზაზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდება
გაზმომარაგება გათიშულ გაზგამანაწილებელ სადგურზე სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება 5 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის გზაზე, რის გამოც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება, იუწყება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 64,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ამასთან დაკავშირებით, 5 ივნისის 09:00-დან 15:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის, სნოს, სტეფანწმინდისა და ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურებისა და შპს „სასტუმრო ყაზბეგის“ მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება დაბა ყაზბეგსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშა, აჩხოტი, ახალციხე, გარბანი, გველეთი, კარკუჩა, სიონი, სნო, ცდო, ქოსელი და ჯუთა.
ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.