https://sputnik-georgia.com/20230603/tyis-megobari-saqartvelos-mtavroba-sazogadoebas-proeqtsi-cartvisken-mouwodebs-278250578.html
„ტყის მეგობარი“: საქართველოს მთავრობა საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს
„ტყის მეგობარი“: საქართველოს მთავრობა საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
მნიშვნელოვანია გაერთიანება საქართველოს უნიკალური რესურსების დასაცავად, განაცხადა მინისტრმა 03.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-03T16:10+0400
2023-06-03T16:10+0400
2023-06-03T16:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278245589_0:76:2048:1228_1920x0_80_0_0_abb20f4c43e0a6f5b28ae84cb76d5f65.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა ახალი პლატფორმა „ტყის მეგობარი“, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას ბუნების გადასარჩენად, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს ყველას კერძო კომპანიებს, მოხალისეებს, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ და უშუალო მონაწილეობა ტყის გაშენების ღონისძიებებში მიიღონ.პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს მათ მიერ არჩეული პროექტების მსვლელობას, საინტერესო და სასარგებლო თემატურ ინფორმაციასაც მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტებისგან, ისე გარემოსდამცველებისგან.პლატფორმის პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.2023 წლისთვის, ტყის გაშენების სამიზნე რეგიონებია კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2024 წლიდან, პლატფორმა 9-ვე რეგიონს მოიცავს.მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება საქართველოს უნიკალური რესურსების დასაცავად და მათზე ზრუნვა.„ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. პირველი, რასაც გამოვყოფდი, არის ტყის ახალი კოდექსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან. თუმცა, კვლავ არის გამოწვევები, დაკავშირებული ტყის უკანონო სარგებლობასთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ამ პროცესის თანამონაწილე და ეს პლატფორმა სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა.წყარო - პროექტი „ტყის მეგობარი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278245589_155:0:1894:1304_1920x0_80_0_0_98895fa3768832da3835ba8e2d01c8f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება
„ტყის მეგობარი“: საქართველოს მთავრობა საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს
მნიშვნელოვანია გაერთიანება საქართველოს უნიკალური რესურსების დასაცავად, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა ახალი პლატფორმა „ტყის მეგობარი“, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას ბუნების გადასარჩენად, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს ყველას კერძო კომპანიებს, მოხალისეებს, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ და უშუალო მონაწილეობა ტყის გაშენების ღონისძიებებში მიიღონ.
პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს მათ მიერ არჩეული პროექტების მსვლელობას, საინტერესო და სასარგებლო თემატურ ინფორმაციასაც მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტებისგან, ისე გარემოსდამცველებისგან.
პლატფორმის პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2023 წლისთვის, ტყის გაშენების სამიზნე რეგიონებია კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2024 წლიდან, პლატფორმა 9-ვე რეგიონს მოიცავს.
„ტყე ჩვენი საგანძური და უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა და დაცვა სჭირდება. ჩვენი დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩაერთონ ტყის მოვლა-აღდგენის და დაცვის ღონისძიებებში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება საქართველოს უნიკალური რესურსების დასაცავად და მათზე ზრუნვა.
„ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. პირველი, რასაც გამოვყოფდი, არის ტყის ახალი კოდექსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან. თუმცა, კვლავ არის გამოწვევები, დაკავშირებული ტყის უკანონო სარგებლობასთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ამ პროცესის თანამონაწილე და ეს პლატფორმა სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა.