https://sputnik-georgia.com/20230603/tavdacvis-zalebis-metaurma-sauketeso-samxedroebi-daajildova-278243864.html
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
საუკეთესო სამხედროების გამოვლენა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება. 03.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-03T12:50+0400
2023-06-03T12:50+0400
2023-06-03T12:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266337521_0:113:2048:1266_1920x0_80_0_0_a1d611660d382922526e028dc61d324e.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.გიორგი მათიაშვილმა კაპრალ ზურა ლაფაჩს, უმცროს სერჟანტ ივანე გუგუმბერიძეს, სერჟანტ ზურაბ ბენდელიანს, ლეიტენანტ ლევან კამლაძეს და უფროს ლეიტენანტ ლაშა აბრამოვს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება.უწყების ცნობით, პროექტის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266337521_180:121:1839:1365_1920x0_80_0_0_ff5b8e90abfc78a6dddcdec744c8196d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
საუკეთესო სამხედროების გამოვლენა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.
გიორგი მათიაშვილმა კაპრალ ზურა ლაფაჩს, უმცროს სერჟანტ ივანე გუგუმბერიძეს, სერჟანტ ზურაბ ბენდელიანს, ლეიტენანტ ლევან კამლაძეს და უფროს ლეიტენანტ ლაშა აბრამოვს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება.
უწყების ცნობით, პროექტის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.