მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტაიფუნი იაპონიაში: სტიქიის შედეგად არიან დაღუპულები

© AP Photo / NASA EOSDIS ტაიფუნი იაპონიის თავზე
ტაიფუნი იაპონიის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
გამოწერა
წყალდიდობის შედეგად 200-მდე სახლი დაზიანდა
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. იაპონიას გადაუარა ძლიერმა ტაიფუნმა სახელწოდებით Mawar - 30-მდე ადამიანი დაშავდა, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, იუწყება ტელეარხი NHK.
აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი დაშავებული, კერძოდ 12 ადამიანი, კანაგავას პრეფექტურაში დაფიქსირდა.
რვა ადამიანი დაშავდა ოკინავაში, ორი კი ტიბეში. თითო დაშავებული დაფიქსირდა სიძუოკას, ტოჩიგას, ვაკაიამას, მიეს, აიჩის, იამანასისა და ტოკიოს პრეფექტურებში.
ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ 12 პრეფექტურაში სულ მცირე 178 სახლი დააზიანა.
ტაიფუნი ახლა ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა და თავის მსვლელობას იაპონიის მთავარი კუნძულის, ჰონსიუს სამხრეთით აგრძელებს. ექსპერტების აზრით, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ნელი გადაადგილების გამო, ძლიერი წვიმა ერთსა და იმავე ადგილზეა „გაჩერებული“.
შაბათის დილის მდგომარეობით, სიძუოკას პრეფექტურაში 497,5 მილიმეტრი წვიმა მოვიდა, აიტიში - 419 მილიმეტრი, ვაკაიამაში - 385 მილიმეტრი და საიტამას პრეფექტურაში - 260,5 მილიმეტრი.
ყველა ახალი ამბავი
0