საქართველოში აგროტურიზმი და ღვინის ტურები კონტროლის ქვეშ მოექცევა

© photo: Sputnik / Stringerრთელი „ვაკირელებში“
რთელი „ვაკირელებში“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
გამოწერა
აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყანაში აგროტურიზმსა და ღვინის ტურიზმზე კონტროლის შემოღებას აპირებს - შესაბამის ცვლილებებს ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.
კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა შეიმუშაოს წესები, რომელთა მიხედვითაც სუბიექტებს მსგავსი საქმიანობის უფლება უნდა მიენიჭოს.
ამასთან, მთავრობა შეიმუშავებს სპეციალურ პროცედურებს მსგავსი უფლების მისაღებად.
გარდა ამისა, ცვლილება გულისხმობს საქართველოში ტურისტულ საქმიანობაში ჩართული ყველა პირის სავალდებულო რეგისტრაციას და დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე მუშაობისთვის.
კანონი ძალაში შევა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.
აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი საქართველოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია. ღვინის ტურიზმის მთავარი რეგიონია ქართული ღვინის სამშობლო -კახეთი.
ყველა ახალი ამბავი
0