https://sputnik-georgia.com/20230603/saqartvelos-dedaqalaqsi-saertasoriso-literaturuli-festivali-gaixsna-278244654.html
საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ფესტივალში მონაწილეობენ ავტორები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 03.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-03T13:30+0400
2023-06-03T13:30+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს მწერალთა სახლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23056/11/230561170_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_4bf78f7bd1ca5f365485c13223c652af.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან მწერლები შეკრიბა, 3 ივნისს გაიხსნა, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.ლიტერატურული ფორუმი თბილისში 7 ივნისამდე გაგრძელდება.ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო 22 ავტორი: ქართველი მწერლები და პოეტები 16 ქვეყნიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.ამგვარად, საქართველოს დედაქალაქში დაწყებულ რიგით მერვე ფესტივალში მონაწილეობენ ავტორები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან და საქართველოდან:ფესტივალზე გაიმართება დისკუსიები, პოეტური საღამოები და შეხვედრები პროზაიკოსებთან, რომელთა წიგნები უკვე გამოცემულია ქართულად. სრული ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და მხარდამჭერების შესახებ გამოქვეყნებულია ფესტივალისა და მწერალთა სახლის ვებგვერდებზე და სოციალურ არხებზე.წყარო - მწერალთა სახლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23056/11/230561170_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_22452d16a3e424b87d77c742e5fb679f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს მწერალთა სახლი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს მწერალთა სახლი
საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
13:30 03.06.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ფესტივალში მონაწილეობენ ავტორები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან მწერლები შეკრიბა, 3 ივნისს გაიხსნა, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
ლიტერატურული ფორუმი თბილისში 7 ივნისამდე გაგრძელდება.
ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო 22 ავტორი: ქართველი მწერლები და პოეტები 16 ქვეყნიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
ამგვარად, საქართველოს დედაქალაქში დაწყებულ რიგით მერვე ფესტივალში მონაწილეობენ ავტორები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან და საქართველოდან:
ნაიელ გრიფითსი, გაერთიანებული სამეფო
საიმონ ო'ფეილან, ირლანდია
დიმიტრის ცეკურასი, საბერძნეთი
სალიმ ბაბულაოღლი, აზერბაიჯანი
„წლევანდელი ფესტივალი მომავალს ეძღვნება. პროგრამის თემაა „ერთი მომავალი“, რომელიც ასე საერთოა ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობის, იდენტობის თუ კულტურული კუთვნილებისა“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალზე გაიმართება დისკუსიები, პოეტური საღამოები და შეხვედრები პროზაიკოსებთან, რომელთა წიგნები უკვე გამოცემულია ქართულად. სრული ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და მხარდამჭერების შესახებ გამოქვეყნებულია ფესტივალისა და მწერალთა სახლის ვებგვერდებზე და სოციალურ არხებზე.