„ციფრული ფოტომატიანე“: ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი ახალ მასშტაბებს იძენს

© National Library of Georgiaთანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ
თანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
გამოწერა
ეს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: ის XIX, XX საუკუნეებისა და XXI საუკუნის დასაწყისის ვიზუალურ ისტორიას ქმნის.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი - „ციფრული ფოტომატიანე“ - უახლესი დანადგარებით აღიჭურვება და კოლექციების შევსების მიზნით ახალ გზებს მოსინჯავს, იუწყებიან ბიბლიოთეკაში.
ეს გადაწყდა ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად, ნათქვამია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
© National Library of Georgiaთანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ
Подписание меморандума о сотрудничестве директором Национальной библиотеки Георгием Кекелидзе и главой Кока-Колы Темуром Чкония - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
თანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს. შეთანხმების მიზანია, ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის, „ციფრული ფოტომატიანის“ მხარდაჭერა.
© National Library of Georgiaთანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ
Подписание меморандума о сотрудничестве директором Национальной библиотеки Георгием Кекелидзе и главой Кока-Колы Темуром Чкония - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
თანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ
„სამი საუკუნის ვიზუალური ისტორია – ადამიანები – უცნობი და ნაცნობი, მოვლენები და შენობები – ეროვნული ციფრული ფოტომატიანე უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და ახალ რელსებს მოსინჯავს“, - ნათქვამია გიორგი კეკელიძის განცხადებაში.

პროექტი „ციფრული ფოტომტიანე“

„ციფრული ფოტომატიანე“ ეროვნული ბიბლიოთეკის ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: ის XIX, XX საუკუნეებისა და XXI საუკუნის დასაწყისის ვიზუალურ ისტორიას ქმნის. პროექტის ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პიროვნების არქივი თუ უცნობი ფოტოა გაციფრებული.
„ამავდროულად აქ ჩანს ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანების ცხოვრებაც (გლეხი, მუშა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი) თავისი კულტურული თავისებურებებით, კონტექსტით, ჩაცმულობით, მანერებით. „ციფრული ფოტომატიანე“ საუკეთესოდ აღწერს ეპოქების სულს“, - ნათქვამია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
© National Library of Georgiaმომღერალი ვანო სარაჯიშვილი ბორჯომში მეგობრებთან ერთად, 1923 წ
Певец Вано Сараджишвили в Боржоми с друзьями, 1923 год - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
მომღერალი ვანო სარაჯიშვილი ბორჯომში მეგობრებთან ერთად, 1923 წ
გარდა ამისა, ამ პროექტის საშუალებით უამრავი ადამიანის იდენტიფიცირებაც გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბიბლიოთეკა აციფრებს ფირების ნეგატივებსაც, რომლებიც ძველ ფოტოატელიეებს აქვთ შემონახული, აღნიშნავენ ბიბლიოთეკაში.
© National Library of Georgiaპოეტ გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ფოტო თაყვანისმცემლების გარემოცვაში მზია კიკაჩეიშვილის არქივიდან (მარცხნივ დგას).
Неизвестное фото поэта Галактиона Табидзе в окружении поклонниц Из архива Мзии Кикачеишвили (стоит слева). - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
პოეტ გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ფოტო თაყვანისმცემლების გარემოცვაში მზია კიკაჩეიშვილის არქივიდან (მარცხნივ დგას).
„ახლახან აღმოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ფოტოები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მიხეილ მესხის უნიკალური არქივის გაციფრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტის გეგმებშია ასევე გურიაში დაცული ფოტოატელიეს ორმოცწლიანი ისტორიის დიგიტალიზაცია. შეთანხმებულია ქუთაისის ისტორიული მუზეუმის, ზუგდიდის სახელმწიფო-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდების გაციფრება.
ყველა ახალი ამბავი
0