https://sputnik-georgia.com/20230602/vitareba-gelatis-samonastro-kompleqssi-278233087.html
გელათის მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ
გელათის მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ, რომლებიც საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად... 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T21:00+0400
2023-06-02T21:00+0400
2023-06-02T22:31+0400
საქართველო
ახალი ამბები
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
გელათი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270141173_0:50:960:590_1920x0_80_0_0_7fbf8290085450a8c82cc4efb095b0ba.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ, რომლებიც საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ მონასტერს. მიმდინარე წლის თებერვალში კულტურის სამინისტრომ გელათის რეაბილიტაციის საქმე მთლიანად საპატრიარქოს გადააბარა.როგორც გელათის რეაბილიტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, სამუშაოების დაწყებამდე უმაღლესი სტანდარტის სამეცნიერო კვლევების ჩატარებაა საჭირო, რასაც იტალიელი სპეციალისტები კარგად გაართმევენ თავს.ქართველი ექსპერტების თქმით, გელათში არსებული პრობლემები იგივეა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, თუმცა სიახლე ისაა, რომ შეიქმნა კომიტეტი და მართვის პრინციპი აბსოლუტურად შეიცვალა.მანამდე იმის შესახებ, რომ საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის ფრესკების დაზიანების შესაფასებლად ექსპერტები მოიწვია, საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.მისი თქმით, ტაძრის კედლის მხატვრობა სახურავიდან წვიმის წყლის გაჟონვის გამო სავალალო მდგომარეობაშია, რასთან დაკავშირებითაც მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები — სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე 10 ივლისს ჩამოვლენ საქართველოში, ხოლო მანამდე გელათის კონსტრუქციულ, სეისმურ და სტრუქტურულ კვლევას იტალიური ორგანიზაცია Studio Projectione e Control-ის სპეციალისტები ჩაატარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270141173_54:0:907:640_1920x0_80_0_0_5875bd6ba521371d00038865779e2e3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გელათი
საქართველო, ახალი ამბები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გელათი
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ, რომლებიც საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ მონასტერს.
მიმდინარე წლის თებერვალში კულტურის სამინისტრომ გელათის რეაბილიტაციის საქმე მთლიანად საპატრიარქოს გადააბარა.
როგორც გელათის რეაბილიტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, სამუშაოების დაწყებამდე უმაღლესი სტანდარტის სამეცნიერო კვლევების ჩატარებაა საჭირო, რასაც იტალიელი სპეციალისტები კარგად გაართმევენ თავს.
„ეს ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო სპეციალისტები არიან. ჯერ კიდევ კვლევის ეტაპია, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება აქტივობაც. <...> ივლისის შუა რიცხვებში იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი", — აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ქართველი ექსპერტების თქმით, გელათში არსებული პრობლემები იგივეა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, თუმცა სიახლე ისაა, რომ შეიქმნა კომიტეტი და მართვის პრინციპი აბსოლუტურად შეიცვალა.
„ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. წლები დაიკარგა არასწორად წარმართული სამუშაოების გამო“, — აცხადებს ერთ-ერთი სპეციალისტი.
მანამდე იმის შესახებ, რომ საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის ფრესკების დაზიანების შესაფასებლად ექსპერტები მოიწვია, საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.
მისი თქმით, ტაძრის კედლის მხატვრობა სახურავიდან წვიმის წყლის გაჟონვის გამო სავალალო მდგომარეობაშია, რასთან დაკავშირებითაც მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები — სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე 10 ივლისს ჩამოვლენ საქართველოში, ხოლო მანამდე გელათის კონსტრუქციულ, სეისმურ და სტრუქტურულ კვლევას იტალიური ორგანიზაცია Studio Projectione e Control-ის სპეციალისტები ჩაატარებენ.