თუ ეს თვისებები გახასიათებთ, ე.ი. უნიკალური ტიპის ადამიანი ხართ

© Pexels / Olga
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
გამოწერა
შვეიცარიელი ფსიქიატრის, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელ კარლ იუნგის სწავლების მიხედვით, პიროვნების ტიპი ფსიქოლოგიური წყობისა (ექსტრავერტული თუ ინტროვერტული) და ასევე ფსიქიკური ფუნქციების (აზროვნება, გრძნობა, შეგრძნება და ინტუიცია) უპირატესობის მიხედვით განისაზღვრება.
კარლ იუნგის ტესტი: ვინ ხართ სინამდვილეში?

ამ კატეგორიების შერწყმის საფუძველზე მოგვიანებით გამოიყო პიროვნების 16 ტიპი (მაიერს-ბრიგსის პიროვნების ტიპოლოგია) და გაირკვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი არის ტიპი INFJ (ინტროვერსია, ინტუიცია, გრძნობა, შეფასება).
მაიერს-ბრიგსის მოკლე ფსიქოლოგიური ტესტი: პიროვნების ტიპი
თუ გაინტერესებთ, ეკუთვნით თუ არა INFJ ტიპის ადამიანებს, გაეცანით იმ 12 თვისებას, რომელიც ამ უიშვიათეს პიროვნებებს ახასიათებთ.

INFJ ტიპის ადამიანია ის, ვინც:

ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რასაც მართლაც აქვს მნიშვნელობა და არ „იფანტება“ წვრილმანებზე. როგორი სირთულეებიც უნდა შეხვდეს ცხოვრებაში, არ კარგავს უნარს, ცივსისხლიანი სიმშვიდით გაუმკლავდეს მას. ამასთან, მოქმედებს ყოველთვის თავდაჯერებულად. თუ რამე ისე არ მიდის და დასახული გეგმის განხორციელებას ვერ ახერხებს, ის უბრალოდ სხვა გზას პოულობს მიზნის მისაღწევად.
აქვს უსაშველოდ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არასდროს ასრულებს სამუშაოს იმისთვის, რომ უბრალოდ ჩაეთვალოს. ყოველთვის მთელ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ ამოცანას რაც შეიძლება უკეთესად გაართვას თავი.
ის ყოველთვის მკაფიოდ ხედავს მიზანს და გულმოდგინედ მუშაობს მის მისაღწევად.
აქვს განვითარებული ინტუიცია, გრძნობს, როცა რამე უნდა მოხდეს. ეს მისი თანდაყოლილი ნიჭია და მისი ბუნების ნაწილი. როცა გრძნობს, რომ რაღაც უნდა მოხდეს, დაუყოვნებელ მოქმედებას იწყებს. ამ დროს მთლიანად ეყრდნობა საკუთარ ინტუიციას, იცის რა, რომ ის იშვიათად ღალატობს.
მისთვის საკმარისი არ არის ცოდნის სტანდარტული ბაზა და საყოველთაოდ დადგენილი ფაქტები. ყოველთვის ცდილობს ჩაწვდეს ჭეშმარიტებას. პოულობს ხერხებს, შეიცნოს სამყაროს იდუმალება. უყვარს ვარსკვლავებიანი ცის ჭვრეტა, რომელიც უამრავ საიდუმლოს ფარავს.
INFJ ადამიანი მეგობრებს ბრძნულად ირჩევს მათ შორის, რომლებიც მის მთავარ ცხოვრებისეულ ფასეულობებს იზიარებენ და, რაც მთავარია, იციან, რომ INJF ტიპის ადამიანებს ხანდახან აუცილებლად ესაჭიროებათ მარტო დარჩენა.
ის არ დადის ბარებსა და რესტორნებში დიდ კომპანიებთან ერთად. უპირატესობას შინ, მარტოობაში დასვენებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ მას მეგობართა დიდი წრე კი არ ჰყავს, არამედ რამდენიმე ჭეშმარიტი მეგობრით შემოიფარგლება.
INFJ ადამიანი ემპათიურია, გულწრფელი და მგრძნობიარე. არის გულუხვი და უყვარს სხვაზე ზრუნვა. ის გრძნობს ყველაფერს, რასაც განიცდიან სხვები. ამიტომ ადამიანთა დიდ ჯგუფთან ურთიერთობა ადვილად ღლის. და როცა ასე ხდება, მაშინვე განმარტოება უნდება. ეს მათთვის გადატვირთვის მეთოდია.
გამომდინარე იქიდან, რომ INFJ ემპათიურია, იოლად შეიგრძნობს ადამიანების ემოციებს. როგორც უნდა შეეცადოს მავანი ჭეშმარიტი ზრახვების დაფარვას, INFJ მაინც ამოიცნობს ტყუილს. სწორედ ეს უნარი იცავს მას ავის მსურველებისგან. ის იქამდე იშორებს თავიდან ბოროტგამზრახველს, ვიდრე ზიანის მიყენებას მოასწრებს.
მისი მოქმედებების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. გუნება წამში ეცვლება. ერთ წამში რომ მოწყენილია, მეორე წამში შეუძლია ხალისად დაიღვაროს.
ყოველთვის მთლიანად იხარჯება. თუ რამეს დაგპირდებათ, იცოდეთ, რომ ყველაფერს იღონებს სიტყვის შესასრულებლად. მისი დევიზია „ან ყველაფერი, ან არაფერი!“
იოლად პოულობს პრობლემის გადაჭრის გზას. ეს იმიტომ, რომ სიტუაციას კომპლექსურად განიხილავს. არ ეპარება უწვრილესი დეტალიც კი და იშვიათად ცდება.
უყვარს აზრებისა და გრძნობების წერილობით გადმოცემა. მაინცდამაინც სიტყვაუხვი არ არის, წერა ურჩევნია. ასე პოულობს ის სიმშვიდესა და ჰარმონიას.
ყველა ახალი ამბავი
0