https://sputnik-georgia.com/20230602/tamaz-gaiasvilis-gancxadeba-278233921.html
გაიაშვილი: აჟიოტაჟი, რომ უკრაინის მთავრობამ სანქციები დამიწესა, გადაჭარბებულია
გაიაშვილი: აჟიოტაჟი, რომ უკრაინის მთავრობამ სანქციები დამიწესა, გადაჭარბებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში არცერთ ავიაკომპანიას არ შეუძლია გასცეს ნებართვა ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყება–შეწყვეტის შესახებ, ამიტომ ქართველ... 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T21:23+0400
2023-06-02T21:23+0400
2023-06-02T22:42+0400
საქართველო
ახალი ამბები
უკრაინა
georgian airways
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24466/77/244667759_117:0:1930:1020_1920x0_80_0_0_4653e5c85ca927f9b0dec3eeb368bf67.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში არცერთ ავიაკომპანიას არ შეუძლია გასცეს ნებართვა ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყება–შეწყვეტის შესახებ, ამიტომ ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა ცრუ განცხადებებით, ამბობს „ჯორჯიან ეირვეისის“ (Georgian Airways) საფრენოსნო დირექტორი თამაზ გაიაშვილი.მისი თქმით, ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მთავრობამ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა, გადაჭარბებულია.გავრცელებულ წერილში შესადარებლად მას „სვისეირის“ გაკოტრების ისტორია მოჰყავს, როდესაც „მთელი შვეიცარია ტიროდა და ეს კადრები მსოფლიომ ნახა. საქართველოში კი იმის მომსწრენი გავხდით, თუ რა სიხარულის ყიჟინა აქვთ გამართული იმის გამო, რომ ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას ვიღაცამ სანქცია დაადო და პრობლემები შეექმნებაო“.ამასთან გაიაშვილი განმარტავს, რომ ავიაკომპანიის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რაც რუსეთის ეკონომიკურ ზრდაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. ეს კომპანიები განთავსებულია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე — განყოფილებაში „იურიდიული პირები, რომელთა მიმართ სანქციები ჯერჯერობით არ დაწესებულა“.ამასთან ერთად იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც სანქციები ჯერ არ ამოქმედებულა, ასევე შესულები არიან თამაზ და დავით გაიაშვილები.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24466/77/244667759_91:0:1911:1365_1920x0_80_0_0_c8acffffca1f5c0ff4c55ca3ee1a5312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, უკრაინა , georgian airways, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველო, ახალი ამბები, უკრაინა , georgian airways, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში არცერთ ავიაკომპანიას არ შეუძლია გასცეს ნებართვა ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყება–შეწყვეტის შესახებ, ამიტომ ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა ცრუ განცხადებებით, ამბობს „ჯორჯიან ეირვეისის“ (Georgian Airways) საფრენოსნო დირექტორი თამაზ გაიაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მთავრობამ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა, გადაჭარბებულია.
„ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა, რომ ვითომ თამაზ გაიაშვილი გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოში ფრენების დანიშვნა-არდანიშვნაზე. ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის სამთავრობო ხელშეკრულებით რეგულირდება. აქედან გამომდინარე, „ჯორჯიან ეარვეისი“ და მისი გენერალური დირექტორი დავით გაიაშვილი ხელმძღვანელობენ იმ რეგულაციებით, რაც დაწესებულია საერთაშორისო წესებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით“, — ამბობ თამაზ გაიაშვილი და იქვე აკონკრეტებს, რომ უკვე დაახლოებით 15 წელია, რაც „ჯორჯიან ეარვეისის“ არც დამფუძნებელია და არც გენერალური დირექტორი.
გავრცელებულ წერილში შესადარებლად მას „სვისეირის“ გაკოტრების ისტორია მოჰყავს, როდესაც „მთელი შვეიცარია ტიროდა და ეს კადრები მსოფლიომ ნახა. საქართველოში კი იმის მომსწრენი გავხდით, თუ რა სიხარულის ყიჟინა აქვთ გამართული იმის გამო, რომ ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას ვიღაცამ სანქცია დაადო და პრობლემები შეექმნებაო“.
ამასთან გაიაშვილი განმარტავს, რომ ავიაკომპანიის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რაც რუსეთის ეკონომიკურ ზრდაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
„სხვა საქმეა ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთის ავიახაზები, რომლის ავიაპარკი ხუთასზე მეტ თვითმფრინავს ითვლის და რომელიც რუსეთში ყოველდღიურად ოცდაათ რეისზე მეტს ასრულებს. აგრეთვე არაბეთის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზიისა და, საერთოდ, აზიის სახელმწიფოები. ამაზე რატომღაც თვალებს ხუჭავენ ისინი, ვინც ასე გააფთრებით ებრძვიან ქართულ პატარა ავიაკომპანიას“, — წერს გაიაშვილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. ეს კომპანიები განთავსებულია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე — განყოფილებაში „იურიდიული პირები, რომელთა მიმართ სანქციები ჯერჯერობით არ დაწესებულა“.
ამასთან ერთად იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც სანქციები ჯერ არ ამოქმედებულა, ასევე შესულები არიან თამაზ და დავით გაიაშვილები.