https://sputnik-georgia.com/20230602/erovnulma-bankma-auqcionze-dolari-gayida-278231776.html
პირველად ცხრა თვის განმავლობაში: ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე დოლარი გაყიდა
პირველად ცხრა თვის განმავლობაში: ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე დოლარი გაყიდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის... 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T20:42+0400
2023-06-02T20:42+0400
2023-06-02T22:11+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/08/266517616_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_3cdcb39940d4cc125ce2a7ded83fb3a1.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ 2,633 GEL/$1 შეადგინა.მარეგულირებელმა აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 17,1 მილიონი დოლარი გაიყიდა.ეროვნულმა ბანკმა წინა სავალუტო აუქციონი 2022 წლის 20 სექტემბერს გამართა, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,8462 GEL/$1 შეადგენდა.ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 10 მაისიდან დაიწყო, როდესაც ის 2,483 GEL/$ შეადგენდა. დღეისათვის კი უკვე ლარის კურსი 2,6396 GEL/$ ნიშნულზეა დადგენილი. ამგვარად ვარდნამ 6,3% შეადგინა.ეროვნული ბანკის მიერ 3 ივნისს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,6335 GEL/$1 იქნება.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/08/266517616_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_beaf9dd20b76e5b7211257abc5c33e61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ 2,633 GEL/$1 შეადგინა.
მარეგულირებელმა აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 17,1 მილიონი დოლარი გაიყიდა.
ეროვნულმა ბანკმა წინა სავალუტო აუქციონი 2022 წლის 20 სექტემბერს გამართა, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,8462 GEL/$1 შეადგენდა.
ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 10 მაისიდან დაიწყო, როდესაც ის 2,483 GEL/$ შეადგენდა. დღეისათვის კი უკვე ლარის კურსი 2,6396 GEL/$ ნიშნულზეა დადგენილი. ამგვარად ვარდნამ 6,3% შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ 3 ივნისს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,6335 GEL/$1 იქნება.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.