პირველად მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში: ქართველი სპორტსმენი ევროპულ თამაშებზე მიიწვიეს

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიჩოგბურთი
ჩოგბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
გამოწერა
ქართველ სპორტსმენს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შესაძლებლობა ექნება.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში პირველად ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების (3rd European Games 2023) ლიცენზია მოიპოვა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
მესამე ევროპული თამაშები კრაკოვში 21 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და სპორტსმენებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კვალიფიკაციის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.
23 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ნიკოიანი ევროპულ თამაშებში 31 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად იასპარეზებს.
ქართველმა სპორტსმენმა პირველობის ორგანიზატორებისგან ე.წ. „ველური ბარათი“ (wild card) მოიპოვა. ეს არის სპორტსმენის ან გუნდის სპეციალური მიწვევა შეჯიბრებაზე მონაწილეობის მისაღებად არსებული სტანდარტული მოთხოვნების გვერდის ავლით. როგორც წესი, ასეთი მიწვევა გაიცემა სხვა ასპარეზობების, მაყურებელთა სიმპათიების საფუძველზე ან სპორტსმენის განსაკუთრებული დამსახურების ნიშნად.
ყველა ახალი ამბავი
0