ხალხური რწმენა: თუ გასათხოვარმა ქალმა შინ სურო გააჩეროს...

© Pexels / Elle Hughesქოთნის სურო
ქოთნის სურო - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი – არა.
ქვემოთ იმ ცრურწმენებს გაგაცნობთ, რომლებიც მცენარეებს უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.
მაშ ასე, ძველი ხალხის რწმენით:
თუ ყვავილი გახმა, ესე იგი, სახლში ბევრი ცუდი „თვალია“ დაგროვილი და მცენარემ მთელი ეს „სატკივარი“ შეიწოვა. ამიტომ მადლობა უნდა უთხრათ მას და მიწაში დაფლათ;
თუ ოთახის ყვავილებს მოვლას არ აკლებთ, მაგრამ მაინც ვერ ახარებთ, ესე იგი, რაღაც პრობლემები გაქვთ ცხოვრებაში და მცენარე ამას გრძნობს. ან კიდევ, ვიღაც ავად უნდა გახდეს ოჯახში;
თუ ზაფხულის მცენარემ ზამთარში დაიწყო ყვავილობა — ბედნიერება გელით;
გასათხოვარმა ქალმა სურო შინ არ უნდა გააჩეროს, თორემ ყველა კაცი გვერდს აუვლის და გაუთხოვარი დარჩება;
გათხოვლი ქალისთვის სუროს ყოლა კარგია — ქმარს ისე „დაიხვევს ხელზე“, როგორც თვითონ უნდა;
ახალგაზრდა ქალმა ია არ უნდა იყოლიოს — ქალური ავადმყოფობები და უიღბლო სიყვარული მოაქვს;
თუ ალოე კარგად ხარობს, ესე იგი, ყველა დაავადება უკან დაიხევს;
თუ ბამბუკი სწრაფად იზრდება, ესე იგი, წარმატება გელით — თანაც მალე;
თუ ვარდს საძინებელ ოთახში დადგამთ — მეუღლეს ღალატი აღარ მოუნდება;
თუ გვიმრამ ხმობა დაიწყო, ესე იგი, ოჯახში ვიღაცას „ჯადო“ აქვს. ოღონდ არ უნდა შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მცენარეს უკვე თავზე აქვს აღებული მაგიური ზეგავლენა და ამის მერე შინ აღარ უნდა გააჩეროთ;
შინ ფიკუსის გაჩერება არ ვარგა — კაცს, მით უმეტეს, ოჯახის უფროსს, ხასიათს (და არა გუნებას!) უფუჭებს და ოჯახში ჩხუბს აწყებინებს...
ყველა ახალი ამბავი
0