https://sputnik-georgia.com/20230601/turistebs-xelborkilebi-daado-da-iararidan-isrola-mesazrvres-brali-warudgines-278208482.html
ტურისტებს ხელბორკილები დაადო და იარაღიდან ისროლა - მესაზღვრეს ბრალი წარუდგინეს
ტურისტებს ხელბორკილები დაადო და იარაღიდან ისროლა - მესაზღვრეს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T20:39+0400
2023-06-01T20:39+0400
2023-06-01T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მაისს, გვიან ღამით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ნაკრძალში მყოფ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა.უწყების ცნობით, მესაზღვრე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.„მან სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი უმისამართო გასროლა განახორციელა. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი შემოწმება, მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ორივეს ხელბორკილი დაადო“, - აღნიშნულია განცხადებაში.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით) წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ტურისტებს ხელბორკილები დაადო და იარაღიდან ისროლა - მესაზღვრეს ბრალი წარუდგინეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მაისს, გვიან ღამით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ნაკრძალში მყოფ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა.
უწყების ცნობით, მესაზღვრე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„მან სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი უმისამართო გასროლა განახორციელა. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი შემოწმება, მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ორივეს ხელბორკილი დაადო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით) წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.