მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის უფლება: სტოლტენბერგმა მოსკოვზე დრონებით შეტევაზე კომენტარი გააკეთა

© AP Photo / Olivier Matthys
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ტერიტორიაზე კიევის მიერ დრონებით მიტანილ თავდასხმებზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა თავდაცვის უფლებას ახორციელებს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტების თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა „უკრაინის სავარაუდო შეტევებზე“ სტოლტენბერგმა განაცხადა:
„ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია: უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება“.
ამასთან ნატოს გენმდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი „იმდენ ხანს დაუჭერს მხარს უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, თუმცა ეს „ნატოსა და მის წევრ ქვეყნებს კონფლიქტის ნაწილად არ აქცევს“.
„ეს იყო საერთო გადაწყვეტილება: დავეხმაროთ უკრაინას ისე, რომ კონფლიქტის მხარეებად არ ვიქცეთ. ნატოს ამ საკითხში ორი მნიშვნელოავნი ამოცანა აქვს: უკრაინის დახმარება და კონფლიქტის უკრაინის საზვრებს გარეთ გაფართოების აღკვეთა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე, 30 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია. უწყების ვერსიით, საუბარია რვა უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელთაგან ხუთი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, სამი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა გამოიყვანა მწყობრიდან.
ყველა ახალი ამბავი
0