მძღოლების საყურადღებოდ: აღმაშენებლის ხეივანში ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
„გუდვილთან" საავტომობილო ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ მდებარე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა 2 ივნისიდან ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. გზის ამ მონაკვეთზე სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა იგეგმება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.
სპეციალისტებმა ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის მეშვეობით აღმოჩინეს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0