https://sputnik-georgia.com/20230601/kvaracxelia-italiis-cempionatis-sauketeso-axalgazrda-motamased-ariares-278198319.html
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ თავის სადებიუტო სეზონზე „ნაპოლისთვის“ გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა. 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T15:59+0400
2023-06-01T15:59+0400
2023-06-01T15:59+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218672_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_315bd17117608fff4f1a83e04b5d61a9.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის| ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლის სეზონის А სერიის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. ასეთია ამერიკული სპორტული გამოცემა The Athletic–ის შეფასება.გამოცემის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა 2022/23 სეზონის ევროპული ლიგების საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეების ტოპ–5 შეარჩიესევროპულ ლიგაში ტიტულები ამგვარად გადანაწილდა:როგორც გამოცემა აღნიშნავს, კვარაცხელიას გადასვლა А სერიაში სეზონის საუკეთესო მოვლენა იყო.„ამ თვალსაზრისით მას შეიძლება მხოლოდ პაულო დიბალა შევადაროთ. ძნელია გაიხსენო მოთამაშე, რომელიც უცნობი ლიგიდან მოვიდა და ასეთი გავლენა მოახდინა იტალიურ ფეხბურთზე“, – წერს The Athletic.გამოცემის რედაქციის აზრით, კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით ჩემპიონატის პირველ 2/3–ში. ეს აისახა „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმჰენის თამაშზეც, რომელმაც სეზონზე 25 გოლი გაირაან იმ დროს, როდესაც ეს მაჩვენებელი გასულ წელს 14 იყო, აღნიშნეს გამოცემაში.„ეს, ნაწილობრივ, იმიტომ მოხდა, რომ მის გვერდით ასეთი არაპროგნოზირებადი დრიბლერი იყო“, – წერს გამოცემა.კვარაცხელიამ „ნაპოლისთვის“ სადებიუტო სეზონზე გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა სერია А–ში. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია „მილანის“ მცველი კახა კალაძის შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218672_132:89:1151:853_1920x0_80_0_0_2f325e6b5205cfe332617fc6789da5be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს
კვარაცხელიამ თავის სადებიუტო სეზონზე „ნაპოლისთვის“ გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის| ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლის სეზონის А სერიის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. ასეთია ამერიკული სპორტული გამოცემა The Athletic–ის შეფასება.
გამოცემის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა 2022/23 სეზონის ევროპული ლიგების საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეების ტოპ–5 შეარჩიეს
„ჩვენ დავასახელეთ მოთამაშეები, რომლებმაც სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრეს. მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ მოთამაშე 23 წელზე მეტის არ უნდა ყოფილიყო“, – წერს გამოცემა.
ევროპულ ლიგაში ტიტულები ამგვარად გადანაწილდა:
სერია А – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია)
პრემიერ–ლიგა – ბუკაიო საკა („არსენალი“, ინგლისი)
ლა ლიგა – ვინისიუს ჟუნიორი („რეალ მადრიდი“, ესპანეთი)
ბუნდესლიგა – ჯუდ ბელინგჰემი („ბორუსია“, გერმანია)
ლიგა 1 – ელი ვახი („მონპელიე“, საფრანგეთი)
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კვარაცხელიას გადასვლა А სერიაში სეზონის საუკეთესო მოვლენა იყო.
„ამ თვალსაზრისით მას შეიძლება მხოლოდ პაულო დიბალა შევადაროთ. ძნელია გაიხსენო მოთამაშე, რომელიც უცნობი ლიგიდან მოვიდა და ასეთი გავლენა მოახდინა იტალიურ ფეხბურთზე“, – წერს The Athletic.
გამოცემის რედაქციის აზრით, კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით ჩემპიონატის პირველ 2/3–ში. ეს აისახა „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმჰენის თამაშზეც, რომელმაც სეზონზე 25 გოლი გაირაან იმ დროს, როდესაც ეს მაჩვენებელი გასულ წელს 14 იყო, აღნიშნეს გამოცემაში.
„ეს, ნაწილობრივ, იმიტომ მოხდა, რომ მის გვერდით ასეთი არაპროგნოზირებადი დრიბლერი იყო“, – წერს გამოცემა.
კვარაცხელიამ „ნაპოლისთვის“ სადებიუტო სეზონზე გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა სერია А–ში. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია „მილანის“ მცველი კახა კალაძის შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო.