DOCSBarcelona: ქართულმა ფილმმა „ჯადოსნური მთა" ჯილდო მოიპოვა

© courtesy of DocsBarcelonaფესტივალი DOCSBarcelona
ფესტივალი DOCSBarcelona - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიუნხენის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე გაიმართა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რეჟისორების მარიამჭაჭიასა დანიკ ვოიგთის დოკუმენტურმა ფილმმა „ჯადოსნური მთა" დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ DOCSBarcelona-ზე მთავარი პრიზი მოიპოვა.
DOCSBarcelona არის დოკუმენტური ჟანრის სპეციალიზებული ფესტივალი, რომელიც შედგება საკონკურსო საერთაშორისო სექციებისგან, კონკურსგარეშე სექციებისგან და მასტერ-კლასებისგან. სხვადასხვასექციაში შემავალიყველა ფილმიშერჩეულია ფესტივალის საერთაშორისო კომიტეტისმიერ. წელს ფესტივალი 19-დან28 მაისამდე პერიოდში ჩატარდა.
ფილმმა „ჯადოსნური მთა“ ჯილდო „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში მიიღო.
ფილმი მარიამ ჭაჭიას მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერში და, ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის უკანასკნელი დისპანსერის ცხოვრებას ასახავს.
აბები, ბანქო და სიგარეტი: ასე გადის აბასთუმნის დისპანსერში დღეები. ნახევრადდანგრეულ შენობაში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ, ვიდრე არ გაიგებენ, რომ შენობა დანგრევას ექვემდებარება. „ჯადოსნური მთის“ მშვიდ და მკაფიო გამოსახულებებში ფილმი საუბრობსპარალელურსამყაროზედა იმაზე, თუ როგორ იწყებს ის რღვევას.
„ჯადოსნური მთა“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის მსოფლიო პრემიერა მიუნხენის კინოფესტივალ Dok.fest.Munich-ზე გაიმართა.
მარიამ ჭაჭია ქართველი დოკუმენტალისტი და პროდიუსერია. მან კინოკარიერა 2007 წელს მოკლემეტრაჟიამი საბავშვო სერიალ Rubber Band-ის გადაღებით დაიწყო.
2016 წელს რეჟისორმა გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“, რომლის პრემიერა 2016 წელს DOK Leipzig-ში შედგა.
2014 წლიდან მარიამი ნიკ ვოიგთთან ერთად მეორე სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე „ჯადოსნურიმთა“ მუშაობდა, რომლის გადაღებაც 2023 წელს დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0