თუ ბავშვს ბაღში წასვლა-დარჩენა არ უნდა: 6 რჩევა მშობლებს

© Pexels / Pavel Danilyukმტირალი გოგონა
მტირალი გოგონა - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სიტუაციას, როდესაც ბავშვს ბაღში წასვლა და, მით უმეტეს, იქ დარჩენა არ უნდა და ამის გამო ტირის, ბევრი მშობელი შეჯახებია. ფსიქოლოგები მშობლებთან განშორების ამგვარ შიშს სეპარაციული შფოთვით ხსნიან, რაც განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ განშორების შფოთვის დაძლევა, გარდა იმისა, რომ აუცილებელია, შესაძლებელიცაა. მშობელს შეუძლია, მოტყუებითა და ათასგვარი დაპირებით კი არ დატოვოს პატარა საბავშვო ბაღში (სადაც მან შესაძლოა მთელი დღეს კი იტიროს), არამედ ჯანსაღი ემოციური საფუძველი შეუქმნას და დაანახოს შვილს, რომ ნერვიულობისა და შფოთვის მიზეზი არ არსებობს. ეს დიდად დაეხმარება ბავშვს მომავალში, როდესაც ის სკოლაში წავა.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მშობელმა იმაზე, რომ ბავშვს სეპარაციული შფოთვა არ დაეწყოს, საბავშვო ბაღში მის მიყვანამდე უნდა იზრუნოს. საამისოდ კარგი იქნება, თუ საქმეში თამაშებსა და წარმოსახვას ჩართავს, ვინაიდან პატარები ემოციურ პრობლემებს ყველაზე უკეთ სწორედ თამაშის დახმარებით უმკლავდებიან.
მაგალითად: შვილთან ერთად გაითამაშეთ სახლში ბაღში მიყვანისა და დატოვების სცენა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თოჯინები და რბილი სათამაშოები, რომლებსაც გარკვეულ როლებს (დედის, მამის, შვილის, მასწავლებლის და ა.შ.) დააკისრებთ. ელაპარაკეთ და დაუსვით შვილს თქვენი როლის შემსრულებელი თოჯინის მეშვეობით შეკითხვები — მაგალითად, „რატომ არ გინდა ბაღში სიარული?“ — და დააცადეთ, რომ ბავშვმა ასევე თავისი თოჯინის პირით გაგცეთ პასუხი.
საქმე ისაა, რომ შესაძლოა პატარამ ასე, ვითომ სხვისი პირით, ისეთი „საიდუმლო“ გაგიმხილოთ, რომელსაც „თავად“ არ გეტყოდათ. ეს დაგეხმარებათ დაადგინოთ შვილის შფოთვის რეალური მიზეზი და გონივრულად აღმოფხვრათ იგი.
ფსიქოლოგთა შემდეგი რჩევები ასე გამოიყურება:
ბაღში შეყვანამდე ბავშვს წინასწარ „დაუხატეთ“ საბავშვო ბაღის სურათი, ანუ წაუკითხეთ ან უამბეთ ბაღთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები;
კარგი იქნება, თუ წინასწარ რამდენჯერმე მიიყვანთ შვილს ბაღში და ცოტა ხნით, თუნდაც ერთი საათით, ერთად დარჩებით იქ — სხვა ბავშვებისა და ატმოსფეროს გასაცნობად. შემდგომში ბავშვს ბაღში დარჩენა აღარ გაუჭირდება, ვინაიდან იქ ნაცნობი სახეები და სიტუაცია დახვდება;
აუცილებლად დაადგინეთ, როგორ ეპყრობა თქვენს შვილს საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როდესაც ის ტირის;
გამოკითხეთ პატარას ბაღის ამბები და დაანახეთ, რომ ძალიან ყურადღებით ისმენთ მის ნაამბობს — ანუ აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ, როგორ „ცხოვრობს“ ის უთქვენოდ იმ რამდენიმე საათის განმავლობაში. დაიმახსოვრეთ: არ დაუსვათ შვილს ძალიან ბევრი შეკითხვა — დააცადეთ, თავად თქვას ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია;
შიგადაშიგ ეთამაშეთ ბავშვს, ვთქვათ, დამალობანა. ამით ის მიხვდება, რომ დროებით „გაუჩინარებული“ დედიკო და მამიკო იქვე ახლოს არიან და არა სადღაც შორს — მაშინაც კი, როცა მათ ვერ ხედავს.
ყველა ახალი ამბავი
0