უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

© AP Photo / Evgeniy Maloletkaუკრაინელი სამხედროები
უკრაინელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ცნობით, მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საკონსულო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში უკვე 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
ყველა ახალი ამბავი
0