ღარიბაშვილის სიტყვებს უკრაინაში კონფლიქტის მიზეზებზე სკანდალი მოჰყვა: „ოცნების“ რეაქცია

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშინატოს ემბლემა
ნატოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში შექმნილი ვითარების ერთ-ერთ მიზეზად ნატოს გაფართოება დაასახელა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს, როდესაც აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისი განცხადების გამო, როდესაც ის უკრაინაში კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე საუბრობდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ნაწილისა და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლის შემდეგ, სადაც ღარიბაშვილმა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი დაასახელა.

„პრემიერმა ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ზელენსკიც იძახდა, ნატოს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.

მინისტრის თქმით, იგივე სიტყვები არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებსაც.
„ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა პრემიერმა... ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე და, სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაიხსენა ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები ბრატისლავაში იმავე ფორუმზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა სიტყვით. კერძოდ, ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ისტორიაში პირველად ქვეყანას თავს დაესხნენ ევროპული მისწრაფებების გამო.

„პირველად არ ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმას, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე გახსოვთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის... გუშინ იგივე თქვა ღარიბაშვილმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი ოპონენტების მხრიდან პრემიერის გამოსვლის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების საუკეთესო მაგალითი უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის ქართველები და უცხოელები, რომლებმაც დეზინფორმაციის ეს კამპანია წამოიწყეს, სწორედ ის ხალხია, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს წინსვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

„მანიპულაცია, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არის სასკოლო მაგალითი, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება და გავრცელება შიდა თუ გარე წყაროებით, შიდა თუ გარე ლობისტებით, ფასიანი თუ უფასო დახმარებით საქართველოს დისკრედიტაციის საკითხში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.
მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ამას ტყუილს უწოდებს. მეტიც, ის სისტემატურად აღნიშნავს, რომ ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად – უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას და ხმას აძლევს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ყველა ახალი ამბავი
0