https://sputnik-georgia.com/20230531/maia-sandu-moldova-dnestrispirettan-ertad-seva-evrokavsirsi-278156129.html
სანდუ: მოლდოვა 2030 წლისთვის დნესტრისპირეთთან ერთად შევა ევროკავშირში
სანდუ: მოლდოვა 2030 წლისთვის დნესტრისპირეთთან ერთად შევა ევროკავშირში
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციას ცდილობს, მაგრამ ეს პატარა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ევროკავშირს განდგომილ დნესტრისპირეთთან ერთად... 31.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-31T12:24+0400
2023-05-31T12:24+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
მოლდოვა
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1f/278155940_762:214:3072:1513_1920x0_80_0_0_0e45193b53761e9a63ae75c84f056f3e.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციას ცდილობს, მაგრამ ეს პატარა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ევროკავშირს განდგომილ დნესტრისპირეთთან ერთად შეუერთდება 2030 წლისთვის, განუცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სააგენტო Bloomberg-ს.მისი თქმით, დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ამჟამინდელი ყოფნა ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის.მოლდოვის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთი „არასტაბილურობის წაქეზებით, პროკრემლური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და რეფორმების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებით" ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი.როგორც გამოცემა წერს, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოლდოვის საშინაო საქმეებში არ ერევა, თუმცა „დნესტრისპირეთში ამ დროისათვის 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე რჩება“.მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 4 მარტს წარადგინა. გასული წლის ივნისის ბოლოს მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.წყარო: Bloomberg
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1f/278155940_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b0e7e006647a0df46ad2f8fe855aeaa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოლდოვა, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მოლდოვა, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სანდუ: მოლდოვა 2030 წლისთვის დნესტრისპირეთთან ერთად შევა ევროკავშირში
12:24 31.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციას ცდილობს, მაგრამ ეს პატარა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ევროკავშირს განდგომილ დნესტრისპირეთთან ერთად შეუერთდება 2030 წლისთვის, განუცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სააგენტო Bloomberg-ს.
მისი თქმით, დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ამჟამინდელი ყოფნა ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის.
„მოლდოვაში სეპარატისტული კონფლიქტის გადაჭრის საიდუმლო ეკონომიკურ რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლაშია. ეს 2,6 მილიონიან ერს — ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბს — ევროკავშირისკენ მიმავალ მკაფიო გზაზე დააყენებს და დნესტრისპირეთის მოსახლეობას აჩვენებს, რომ სარგებლობას ბლოკთან კავშირი მოუტანთ და არა რუსეთთან“, — აღნიშნა სანდუმ ინტერვიუში.
მოლდოვის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთი „არასტაბილურობის წაქეზებით, პროკრემლური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და რეფორმების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებით" ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი.
როგორც გამოცემა წერს, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოლდოვის საშინაო საქმეებში არ ერევა, თუმცა „დნესტრისპირეთში ამ დროისათვის 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე რჩება“.
მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 4 მარტს წარადგინა. გასული წლის ივნისის ბოლოს მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.