მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წარუმატებელი გაშვება: ჩამოვარდნილი ჩრდილოკორეული რაკეტა სამხრეთელებს ზღვიდან ამოაქვთ

© AFP 2024 / JUNG Yeon-Je
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სამხრეთ კორეის სამხედროები ყვითელი ზღვიდან ჩრდილოეთ კორეის რაკეტმზიდის ნაწილის ამოღებაზე მუშაობენ, რომელსაც სამხედრო- სადაზვერვო თანამგზავრი უნდა გაეტანა ორბიტაზე, მაგრამ ზღვაში ჩავარდა, განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა.

„სამხრეთ კორეის სამხედროებმა დღეს, 31 მაისს, დაახლოებით 08:05 საათზე (თბილისის დროით 03:05) კუნძულ ოჩჰანდოს დასავლეთით დაახლოებით 200 კილომეტრში ამოიცნეს, როგორც ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რაკეტმზიდის ნაწილი. მიმდინარეობს მისი ამოღება“, — ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (CTAC) იუწყება, 31 მაისს, თბილისის დროით 01:27 საათზე ჩრდილოეთ კორეამ კოსმოსში სამხედრო-სადაზვერვო თანამგზავრი Manningyon-1 გაუშვა, მაგრამ გაშვების ეტაპზე მეორე საფეხურის ძრავას პრობლემა შეექმნა, რის შედეგადაც რაკეტა ყვითელ ზღვაში ჩავარდა.
მანამდე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ თავის პირველ სამხედრო-სადაზვერვო თანამგზავრს 31 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში გაუშვებდა კოსმოსში. ფხენიანში მიაჩნიათ, რომ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის პერმანენტული ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო ჩრდილოეთ კორეას უნდა ჰქონდეს საშუალება, რეალურ დროში შეაგროვოს ინფორმაცია „მოწინააღმდეგის სამხედრო მოქმედებების შესახებ“.
ყველა ახალი ამბავი
0