https://sputnik-georgia.com/20230531/-------278161896.html
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები დაიწყო
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები დაიწყო
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი აქტიურად ახორციელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. 31.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-31T14:00+0400
2023-05-31T14:00+0400
2023-05-31T17:50+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/15/249028310_1:0:1000:562_1920x0_80_0_0_fd3fe31a9b081e51114a0ffa142e1bb1.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა მობილიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მონტაჟდება სპეციალური სადგურები. წერტილოვანი წამლობა უკვე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე ტარდება.მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/15/249028310_126:0:875:562_1920x0_80_0_0_d241f73a22b1d10710057795b5fe4a16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები დაიწყო
14:00 31.05.2023 (განახლებულია: 17:50 31.05.2023) სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი აქტიურად ახორციელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა მობილიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მონტაჟდება სპეციალური სადგურები. წერტილოვანი წამლობა უკვე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე ტარდება.
ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში განთავსებულია 32.430 სპეციალური სადგური (სამეგრელო–ზემო სვანეთი – 12.210, იმერეთი – 12.090, გურია – 4.470, აჭარა – 3.030, რაჭა – 630).
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.