https://sputnik-georgia.com/20230530/tbilisshi-ekonomikuri-porumi-gaixsna-278139426.html
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი გაიხსნა
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი გაიხსნა
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების ახალ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T16:37+0400
2023-05-30T16:37+0400
2023-05-30T21:19+0400
საქართველო
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_8fb49e72c4a0d0c8b30f4bfa802b0b9d.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. დედაქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის თბილისის მერიამ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პროექტების განხორციელებით, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნითა და ინვესტიციების მოზიდვით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმის გახსნის ცერემონიაზე.ფორუმი, რომელიც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ არის ორგანიზებული, დედაქალაქში 30-31 მაისს ტარდება. ღონისძიების მიზანია გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაცვლა, რაც ქმნის თანამშრომლობისა და ქალაქების განვითარების სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივას.მერის თქმით, ეკონომიკური განვითარების პარადიგმების ცვალებადობისა და სწრაფად მზარდი გამოწვევების ეპოქაში თანამედროვე განვითარების ტენდენციებისა და ცხოვრების ადეკვატური დონის უზრუნველყოფა რაციონალურ, დაბალანსებულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს თბილისში ყურადღებას იმსახურებს ურბანული განვითარების პროექტების განხორციელების ტემპი.„ჩვენ სკრუპულოზურად ვუდგებით ქალაქის თითოეული უბნის კეთილმოწყობას და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ. ვაცოცხლებთ ძველს და ვქმნით ახალს. ჩვენ სიღრმისეულად ვიაზრებთ ყველა არსებული გამოწვევის არსს, რომელიც საჭიროებს მრავალმხრივი მიდგომების ჩამოყალიბებას და სწორი აქცენტების დასმას", – აღნიშნა მერმა.ფორუმის თემატიკა მოიცავს ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რაც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს.ფორუმს ესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_124:155:1054:852_1920x0_80_0_0_39c7a217f5b3366b1195149c219849e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი გაიხსნა
16:37 30.05.2023 (განახლებულია: 21:19 30.05.2023) დედაქალაქის მერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების ახალ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. დედაქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის თბილისის მერიამ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პროექტების განხორციელებით, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნითა და ინვესტიციების მოზიდვით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმის გახსნის ცერემონიაზე.
ფორუმი, რომელიც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ არის ორგანიზებული, დედაქალაქში 30-31 მაისს ტარდება. ღონისძიების მიზანია გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაცვლა, რაც ქმნის თანამშრომლობისა და ქალაქების განვითარების სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივას.
„ეკონომიკის გააქტიურება და სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური სისტემის გაზრდა, ურბანული პროექტების განხორციელება, ბიზნეს-მეგობრული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ინოვაციების დანერგვა ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია", – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ეკონომიკური განვითარების პარადიგმების ცვალებადობისა და სწრაფად მზარდი გამოწვევების ეპოქაში თანამედროვე განვითარების ტენდენციებისა და ცხოვრების ადეკვატური დონის უზრუნველყოფა რაციონალურ, დაბალანსებულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს თბილისში ყურადღებას იმსახურებს ურბანული განვითარების პროექტების განხორციელების ტემპი.
„ჩვენ სკრუპულოზურად ვუდგებით ქალაქის თითოეული უბნის კეთილმოწყობას და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ. ვაცოცხლებთ ძველს და ვქმნით ახალს. ჩვენ სიღრმისეულად ვიაზრებთ ყველა არსებული გამოწვევის არსს, რომელიც საჭიროებს მრავალმხრივი მიდგომების ჩამოყალიბებას და სწორი აქცენტების დასმას", – აღნიშნა მერმა.
ფორუმის თემატიკა მოიცავს ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რაც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს.
ფორუმს ესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.