https://sputnik-georgia.com/20230530/skandali-saqartvelos-parlamentsi-mizezebi-278148089.html
სკანდალი საქართველოს პარლამენტში - მიზეზები
სკანდალი საქართველოს პარლამენტში - მიზეზები
Sputnik საქართველო
რაც უფრო დაიშლება „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების შემდგომი გამართული განვითარებისთვის, განაცხადა... 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T22:13+0400
2023-05-30T22:13+0400
2023-05-31T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_0:14:1363:781_1920x0_80_0_0_768062e3f8673958582067f173ce5670.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, პოლიტიკური ბლოკიდან გასული დეპუტატები საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.ცვლილებების ავტორები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე. მათ მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.დეკანოიძემ და გოცირიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მაისის დასაწყისში დატოვეს პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, მაგრამ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ვერ შეძლეს, რადგან, რეგლამენტის მიხედვით, ეს მხოლოდ იმ დეპუტატებს შეუძლიათ, რომლებიც პარლამენტში პარტიული სიით მოხვდნენ და შემდეგ დატოვეს ის. ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა როგორც ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია: „ძალა ერთობაშია“.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თანხმობამ, მხარი დაუჭიროს ფრაქციების ყოფილი წევრებისთვის პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას, კიდევ უფრო დიდი უთანხმოება გამოიწვია პარლამენტის ორ ფრთას – უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ მალავს, რომ დეკანოიძისა და გოცირიძის ინიციატივის მხარდაჭერის მიზანი პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის დასუსტებაა.ამასთან მან აღნიშნა, რომ დეკანოიძისა და გოცირიძის ინიციატივის მხარდაჭერა დეპუტატების პერსონალურ მხარდაჭერას არ ნიშნავს.დღეისათვის პარლამენტში უკვე შვიდი პოლიტიკური ჯგუფია, რომელთაგან პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე მხოლოდ სამი შეიქმნა.გარდა ამისა, პარლამენტში 14 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც პარლამენტში ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ სიებით მოხვდნენ. თავად პარტიის ფრაქციას მხოლოდ 20 დეპუტატი ჰყავს.შეთქმულების აჩრდილითავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ ქმედებებში ფარული შეთანხმების ნიშნები დაინახეს.სხვა ოპოზიციური პარტიები კი მანამდე „ქართულ ოცნებასთან“ შეთქმულებაში თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდნენ, როდესაც მისი ფრაქციის წევრებმა, ოპოზიციის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიუხედავად, ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს.და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ამ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქცია, ოპოზიციას ეჭვი შეეპარა „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან თამაშში.ამასთან, რეგლამენტში აღნიშნული ცვლილებების ავტორი ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმებს გამოეხმაურა.მე არა მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქციის ერთადერთი პრობლემა ის არის, შექმნიან თუ არა ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პოლიტიკურ ჯგუფს. მე ვფიქრობ, რომ მათ ბევრი სხვა გამოწვევა აქვთ როგორც პარტიული, ასევე ფრაქციული, განაცხადა დეკანოიძემ.მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიშობენ, რომ ეს ცვლილებები ფრაქციას კიდევ უფრო გახლეჩს, რადგან პარტიაში რთული ვითარებაა.პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_86:0:1278:894_1920x0_80_0_0_8860026233d34d8bff5cfeb868417ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა
სკანდალი საქართველოს პარლამენტში - მიზეზები
22:13 30.05.2023 (განახლებულია: 10:00 31.05.2023) რაც უფრო დაიშლება „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების შემდგომი გამართული განვითარებისთვის, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, პოლიტიკური ბლოკიდან გასული დეპუტატები საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
ცვლილებების ავტორები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე. მათ მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დეკანოიძემ და გოცირიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მაისის დასაწყისში დატოვეს პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, მაგრამ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ვერ შეძლეს, რადგან, რეგლამენტის მიხედვით, ეს მხოლოდ იმ დეპუტატებს შეუძლიათ, რომლებიც პარლამენტში პარტიული სიით მოხვდნენ და შემდეგ დატოვეს ის. ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა როგორც ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია: „ძალა ერთობაშია“.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თანხმობამ, მხარი დაუჭიროს ფრაქციების ყოფილი წევრებისთვის პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას, კიდევ უფრო დიდი უთანხმოება გამოიწვია პარლამენტის ორ ფრთას – უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ მალავს, რომ დეკანოიძისა და გოცირიძის ინიციატივის მხარდაჭერის მიზანი პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის დასუსტებაა.
„რაც მეტად დაიშლება საპარლამენტო ფრაქცია „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესია იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას“, – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დეკანოიძისა და გოცირიძის ინიციატივის მხარდაჭერა დეპუტატების პერსონალურ მხარდაჭერას არ ნიშნავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის, პარლამენტის შიგნით“, – აღნიშნა კობახიძემ.
დღეისათვის პარლამენტში უკვე შვიდი პოლიტიკური ჯგუფია, რომელთაგან პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე მხოლოდ სამი შეიქმნა.
გარდა ამისა, პარლამენტში 14 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც პარლამენტში ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ სიებით მოხვდნენ. თავად პარტიის ფრაქციას მხოლოდ 20 დეპუტატი ჰყავს.
თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ ქმედებებში ფარული შეთანხმების ნიშნები დაინახეს.
„სამწუხარო ის არის, რომ გაჩნდა საკითხი, რომლის ირგვლივაც კონკრეტული პოლიტიკოსები და „ქართული ოცნება" იზიარებენ პოზიციებს და მზად არიან დაჩქარებული წესით მისცენ ინიციატივებს კანონის სახე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.
სხვა ოპოზიციური პარტიები კი მანამდე „ქართულ ოცნებასთან“ შეთქმულებაში თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდნენ, როდესაც მისი ფრაქციის წევრებმა, ოპოზიციის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიუხედავად, ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს.
და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ამ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქცია, ოპოზიციას ეჭვი შეეპარა „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან თამაშში.
ამასთან, რეგლამენტში აღნიშნული ცვლილებების ავტორი ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმებს გამოეხმაურა.
მე არა მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქციის ერთადერთი პრობლემა ის არის, შექმნიან თუ არა ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პოლიტიკურ ჯგუფს. მე ვფიქრობ, რომ მათ ბევრი სხვა გამოწვევა აქვთ როგორც პარტიული, ასევე ფრაქციული, განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიშობენ, რომ ეს ცვლილებები ფრაქციას კიდევ უფრო გახლეჩს, რადგან პარტიაში რთული ვითარებაა.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.