https://sputnik-georgia.com/20230530/saqartvelosi-amoqmedda-jarimebi-vandalizmistvis-278149825.html
საქართველოში ამოქმედდა ჯარიმები ვანდალიზმისთვის
საქართველოში ამოქმედდა ჯარიმები ვანდალიზმისთვის
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის... 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T21:51+0400
2023-05-30T21:51+0400
2023-05-30T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272407847_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_808df7a0dafd3a8ae904c3da43847358.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ქვეყანაში ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის სასჯელს ითვალისწინებს.ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით დაჯარიმდება.კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.თუ ზემოაღნიშნული დარღვევები გამეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.ამასთან, თბილისის მერიამ უკვე აამოქმედა აპლიკაცია Fix Tbilisi, სადაც მოქალაქეებს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციის განთავსება შეუძლიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272407847_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_b0955a3e8afe6e29feb7fc4252e94852.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში ამოქმედდა ჯარიმები ვანდალიზმისთვის
21:51 30.05.2023 (განახლებულია: 22:45 30.05.2023) კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ქვეყანაში ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის სასჯელს ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით დაჯარიმდება.
კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები გამეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
ამასთან, თბილისის მერიამ უკვე აამოქმედა აპლიკაცია Fix Tbilisi, სადაც მოქალაქეებს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციის განთავსება შეუძლიათ.