https://sputnik-georgia.com/20230530/qartuli-pasiani-qagaldebi-londonis-birjaze-278120368.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T10:51+0400
2023-05-30T10:51+0400
2023-05-30T16:51+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300831_0:92:3072:1820_1920x0_80_0_0_39687a95a495f7968d803ed3ce390101.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით გაიზარდა და 89,82 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,67%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობაკომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 99,95 პუნქტის ფასით, 6,19% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,17%-ით შემცირდა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,51% მოგებით 85,49 პუნქტის ფასით.ვაჭრობა აქციებითლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,75%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 31,8 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 683 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 31,25–33,5 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 1,06%-ით და ერთ აქციაზე 8,4 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 206 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,21–8,5 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 3,82%-ით და 23,95 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 270 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 23,75–25,0 ფუნტის დიაპაზონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300831_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_76184d24a6a9ae6ab1971e7bd05ae4be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
10:51 30.05.2023 (განახლებულია: 16:51 30.05.2023) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით გაიზარდა და 89,82 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,67%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 99,95 პუნქტის ფასით, 6,19% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,17%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,51% მოგებით 85,49 პუნქტის ფასით.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,75%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 31,8 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 683 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 31,25–33,5 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 1,06%-ით და ერთ აქციაზე 8,4 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 206 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,21–8,5 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 3,82%-ით და 23,95 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 270 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 23,75–25,0 ფუნტის დიაპაზონში.