„ქართული ოცნება“ გოცირიძე-დეკანოიძის პროექტს მხარს დაუჭერს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
გამოწერა
НовостиTelegram
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროექტი პარტიის სხვა წევრებს უქმნის ცდუნებას, დატოვონ ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი შექმნან.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ გადაწყვიტეს მხარი დაუჭირონ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პროექტს, რომელიც მათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას აძლევს, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
დეკანოიძისა და გოცირიძის მიერ წარმოდგენილი პროექტით განხორციელებული ცვლილებების შედეგად პარტიის ფრაქციიდან გასულ დეპუტატებს, რომლის სიებითაც ისინი პარლამენტში მოხვდნენ, საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება მიეცემათ. დეპუტატებმა კოლეგებს ამ ნორმის შემოღება დროებით, 2024 წლის არჩევნებამდე შესთავაზეს.

„საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს“, – განაცხადა მდინარაძემ.

აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან დეკანოიძის ყოფილი თანაპარტიელები.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ინიციატივას სახიფათო უწოდა და განაცხადა, რომ პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს ცდუნებას უქმნის – დატოვონ ფრაქცია და შექმნან პოლიტიკური ჯგუფი.
დეკანოიძემ და გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მაისის დასაწყისში დატოვეს პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს საკუთარ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იმ სახით, როგორსაც ის დღეს წარმოადგენს.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
ყველა ახალი ამბავი
0