https://sputnik-georgia.com/20230530/peskois-tqmit-dronebit-setevis-ukan-kievi-dgas-278137884.html
პესკოვი: მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო კიევის პასუხი ჩვენს იერიშზე
პესკოვი: მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო კიევის პასუხი ჩვენს იერიშზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. დღეს მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, ეს იყო კიევის პასუხი რუსეთის ეფექტურ იერიშზე... 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T16:17+0400
2023-05-30T16:17+0400
2023-07-20T15:51+0400
რუსეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/94/248309444_0:4:3077:1734_1920x0_80_0_0_1f42f963fc3cb8d8ec99bb64a4b209bc.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. დღეს მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, ეს იყო კიევის პასუხი რუსეთის ეფექტურ იერიშზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი, რომელიც პირდაპირ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას შეტევის თაობაზე, ჯერჯერობით არ აპირებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართოს.ამასთან პესკოვმა უარი თქვა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ საიდან იყო გაშვეული დრონები. მისი განმარტებით, ეს „სამხედროების, სპეცსამსახურების საქმეა“ და მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, მისი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს კრემლი მოსკოვის უსაფრთხოებას და საჭიროა თუ არა დამატებითი სახსრები, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და ჟურნალისტი თავდაცვის სამინისტროსკენ გადაამისამართა.დამაზუსტებელ შეკითხვას, რისთვის უნდა იყვნენ მზად მოქალაქეები, თუ დრონი მათ ფანჯარაში შეფრინდება, პესკოვმა არ უპასუხა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, მოსკოვზე დღევანდელ თავდასხმაში რვა უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა, აქედან ხუთი ჩამოაგდეს, ხოლო სამი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა გამოიყვანა მწყობრიდან. მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის თქმით, შეტევისას რამდენიმე სახლი უმნიშვნელოდ დაზიანდა, თუმცა შენობების ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/94/248309444_380:0:2695:1736_1920x0_80_0_0_81f27637c37a5983f4533fecdbbb968d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. დღეს მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, ეს იყო კიევის პასუხი რუსეთის ეფექტურ იერიშზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„სავსებით გასაგებია, რომ საუბარია კიევის რეჟიმის პასუხზე ჩვენს ძალიან ეფექტურ დარტყმებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ ცენტრზე მივიტანეთ. ეს კვირას მოხდა“, — აღნიშნა კრემლის სპიკერმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი, რომელიც პირდაპირ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას შეტევის თაობაზე, ჯერჯერობით არ აპირებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართოს.
ამასთან პესკოვმა უარი თქვა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ საიდან იყო გაშვეული დრონები. მისი განმარტებით, ეს „სამხედროების, სპეცსამსახურების საქმეა“ და მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.
როგორც გამოცემა „კომერსანტი“
წერს, მისი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს კრემლი მოსკოვის უსაფრთხოებას და საჭიროა თუ არა დამატებითი სახსრები, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და ჟურნალისტი თავდაცვის სამინისტროსკენ გადაამისამართა.
დამაზუსტებელ შეკითხვას, რისთვის უნდა იყვნენ მზად მოქალაქეები, თუ დრონი მათ ფანჯარაში შეფრინდება, პესკოვმა არ უპასუხა.
„ყველა სხვა კითხვას უპასუხოდ ვტოვებ. მე ვთქვი ყველაფერი, რაც მინდოდა და შემეძლო მეთქვა ამ თემაზე“, — დასძინა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, მოსკოვზე დღევანდელ
თავდასხმაში რვა უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა, აქედან ხუთი ჩამოაგდეს, ხოლო სამი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა გამოიყვანა მწყობრიდან. მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის თქმით, შეტევისას რამდენიმე სახლი უმნიშვნელოდ დაზიანდა, თუმცა შენობების ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.