ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი გაჩნდა

© Ajara Tourism Departmentხვიჩა კვარაცხელიას გრაფიტი
ხვიჩა კვარაცხელიას გრაფიტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
გამოწერა
კედლის მხატვრობა ბათუმში, ბულვართან ახლოსაა. კვარაცხელიას გრაფიტი 430 კვადრატულ მეტრზეა შესრულებული.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გრაფიტი გაჩნდა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უნივერსიტეტის კედელზე ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული. კედლის მოხატვის პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტული ცხოვრების პროპაგანდის ხელშეწყობას.
კვარაცხელიას გრაფიტი 430 კვადრატულ მეტრზეა შესრულებული. მხატვარმა გიორგი გამეზარდაშვილმა კედლის ნახატი Street Art Fest-ის გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში შექმნა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მურალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის, როგორც სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოზიცინიორებისა და სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით სამიზნე ქვეყნებში აქტიურად გამოიყენებს.

„კედლის მხატვრობა ბათუმში შოთა რუსთაველის გამზირზე, ბულვართან ახლოს მდებარეობს, რაც მის ხილვადობასა და პოპულარობას გაზრდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა – აგვისტოში, თებერვალსა და მარტში. ხოლო „ატალანტასთან“ მატჩში მის მიერ გატანილი გოლი მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.
აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, რომელიც ბათუმში 3-4 ივნისს გაიმართება. ღონისძიებები „ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა 16:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0