https://sputnik-georgia.com/20230530/-----------278138544.html
კალაძე დემარშზე: საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს
კალაძე დემარშზე: საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს
Sputnik საქართველო
გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ხელისუფლებას დემარში გადასცა, რომელსაც ბრიუსელში ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T15:29+0400
2023-05-30T15:29+0400
2023-05-30T20:46+0400
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოცნება
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278015914_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_989345a45d968da716b8ac045eaffd64.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და გადაწყვეტილებებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის დემარშთან დაკავშირებით.29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს გადასცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური დემარში. ელჩის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე არ დაკეტა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად.მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც საქართველოს ექნება სტატუსი, გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, – განაცხადა კალაძემ.პოლიტიკოსის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ავიარეისებს რუსეთთან დაახლოებასთან მაშინ, როცა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში „ზემო ლარსის" ან მესამე ქვეყნების, მაგალითად, სომხეთის გავლით ჩამოდიოდნენ.საქართველომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ევროკავშირისგან ოფიციალური დემარში მიიღო>>>2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278015914_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_93b04cb96e4ecaef55b53e6238a95287.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
კალაძე დემარშზე: საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს
15:29 30.05.2023 (განახლებულია: 20:46 30.05.2023) გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ხელისუფლებას დემარში გადასცა, რომელსაც ბრიუსელში ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და გადაწყვეტილებებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის დემარშთან დაკავშირებით.
29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს გადასცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური დემარში. ელჩის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე არ დაკეტა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად.
„ჩვენ ერაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ შევუერთდებით სანქციებს. ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არ გვსურს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზიანს მიაყენებს ქვეყანას და მოსახლეობას", – განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც საქართველოს ექნება სტატუსი, გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, – განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ავიარეისებს რუსეთთან დაახლოებასთან მაშინ, როცა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში „ზემო ლარსის" ან მესამე ქვეყნების, მაგალითად, სომხეთის გავლით ჩამოდიოდნენ.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.