https://sputnik-georgia.com/20230530/------------278137192.html
პრემიერი: ევროკავშირი და აშშ ვაჭრობენ რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
პრემიერი: ევროკავშირი და აშშ ვაჭრობენ რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T15:08+0400
2023-05-30T15:08+0400
2023-05-30T19:32+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_0:0:964:543_1920x0_80_0_0_ed84fed879288f334454b5eeff5121ef.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს გამონაკლისი და არ უნდა გაწყვიტოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები იმ ფონზე, როდესაც აშშ და ევროკავშირი თავად განაგრძობენ ვაჭრობას რუსეთთან.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა – საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა წელიწადში ერთ მლრდ დოლარზე ნაკლებია.ამასთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო საფინანსო სანქციებს. 2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირის ბრუნვამ რუსეთთან კი, „ევროსტატის“ მონაცემებით, თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმუმი იყო.პაპუაშვილი: ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, საქართველოს კი მორალური პიედესტალიდან ესაუბრება>>>ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის პასუხად მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს მოწოდებები ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_40:0:964:693_1920x0_80_0_0_61857eaca0a47a1e8220f202d1cc696d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
პრემიერი: ევროკავშირი და აშშ ვაჭრობენ რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
15:08 30.05.2023 (განახლებულია: 19:32 30.05.2023) ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს გამონაკლისი და არ უნდა გაწყვიტოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები იმ ფონზე, როდესაც აშშ და ევროკავშირი თავად განაგრძობენ ვაჭრობას რუსეთთან.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, მასთან არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, ისევე, როგორც აშშ-ს. საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?" – განაცხადა ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა – საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა წელიწადში ერთ მლრდ დოლარზე ნაკლებია.
„გასულ წელს ევროკავშირი რუსეთს ყოველდღიურად ერთ მლრდ ევროს უხდიდა. ანუ 2022 წელს რუსეთმა ევროკავშირისგან 300 მლრდ ევრო მიიღო, საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა კი წელიწადში 1 მლრდ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში რუსეთზე ჩვენი გავლენა იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა მნიშვნელოვანი", – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო საფინანსო სანქციებს.
2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირის ბრუნვამ რუსეთთან კი, „ევროსტატის“ მონაცემებით, თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმუმი იყო.
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის პასუხად მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს მოწოდებები ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.