https://sputnik-georgia.com/20230529/tbilissi-baletis-saertasoriso-festivali-gaimarteba-278086704.html
თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს გაიმართა. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T09:58+0400
2023-05-29T09:58+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264684829_0:3:1389:784_1920x0_80_0_0_4d65ce19221a609b146e285d752b7dfd.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 28 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები აშშ-დან, მონაკოდან, უკრაინიდან, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენენ, წერენ ორგანიზატორები.სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ვარსკვლავების გარდა, ფესტივალზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეებიც წარდგებიან.მსურველებს უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა საფესტივალო სპექტაკლებზე: „ოტელო", „დონ კიხოტი", „ჟიზელი", „კარმინა ბურანა" და „გალა-კონცერტი". სპექტაკლების ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ბალეტის ვარსკვლავებმა, თბილისში 2017 წელს გაიმართა. მაშინ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია ნიდერლანდის ცეკვის თეატრი (NDT 2 - Nederlands Dans Theatre 2).ფესტივალის დამფუძნებელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264684829_168:0:1219:788_1920x0_80_0_0_c69803174c8da4f6e0476923846296df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
09:58 29.05.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს გაიმართა.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 28 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები აშშ-დან, მონაკოდან, უკრაინიდან, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენენ, წერენ ორგანიზატორები.
სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ვარსკვლავების გარდა, ფესტივალზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეებიც წარდგებიან.
მსურველებს უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა საფესტივალო სპექტაკლებზე: „ოტელო", „დონ კიხოტი", „ჟიზელი", „კარმინა ბურანა" და „გალა-კონცერტი". სპექტაკლების ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.
პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ბალეტის ვარსკვლავებმა, თბილისში 2017 წელს გაიმართა. მაშინ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია ნიდერლანდის ცეკვის თეატრი (NDT 2 - Nederlands Dans Theatre 2).
ფესტივალის დამფუძნებელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი.