https://sputnik-georgia.com/20230529/ramdeni-daxarjes-qartvelebma-ucxoetshi-278089488.html
რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - სტატისტიკა განახლდა
რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - სტატისტიკა განახლდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, ახლობლების მონახულების გარდა, საშოპინგოდ დადიან. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T11:00+0400
2023-05-29T11:00+0400
2023-05-29T16:12+0400
საქართველო
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22817/04/228170486_0:171:3031:1876_1920x0_80_0_0_59cb99d023a6baf2eaf2974f5d3e7978.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 585 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2,2-ჯერ მეტია 2022 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,3%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შეადგენს 255,4 ათასს, რაც 76,9%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად იმგზავრეს თურქეთში (5,8%%), სომხეთში (13,9%), ევროკავშირის ქვეყნებში (13,6%) და რუსეთში (6,8%).ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა.საქართველოს მოქალაქეებმა 2023 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ 372,5 მილიონი ლარი (147 მლნ დოლარი) დახარჯეს. თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ 830,8 ლარზე მეტს ხარჯავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელებზე, განთავსებაზე.საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის მანძილზე 188,5%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5,4 მლნ შეადგინა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 58%-ით აღდგა.უცხოელებიდან შემოსულმა შემოსავლებმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წელს 7,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22817/04/228170486_151:0:2882:2048_1920x0_80_0_0_c718e4d97e9152e6bedeaa760d78aeaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - სტატისტიკა განახლდა
11:00 29.05.2023 (განახლებულია: 16:12 29.05.2023) საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, ახლობლების მონახულების გარდა, საშოპინგოდ დადიან.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 585 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2,2-ჯერ მეტია 2022 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,3%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შეადგენს 255,4 ათასს, რაც 76,9%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად იმგზავრეს თურქეთში (5,8%%), სომხეთში (13,9%), ევროკავშირის ქვეყნებში (13,6%) და რუსეთში (6,8%).
ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა.
რამდენი ფული დახარჯეს ტურისტებმა საქართველოდან უცხოეთში 2023 წლის პირველ კვარტალში
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, % |
შოპინგი | 170,9 | 38,1 |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 132,6 | 29,6 |
პროფესიული საქმიანობა | 63,5 | 14,2 |
დასვენება | 54,5 | 12,2 |
მკურნალობა | 16,0 | 3,6 |
სხვა | 10,8 | 2,4 |
საქართველოს მოქალაქეებმა 2023 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ 372,5 მილიონი ლარი (147 მლნ დოლარი) დახარჯეს. თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ 830,8 ლარზე მეტს ხარჯავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელებზე, განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2023 წლის პირველ კვარტალში
რაზე დახარჯეს | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, ლარი |
საყიდლები | 149,4 | 40,1 | 333,2 |
კვება | 103,3 | 27,7 | 230,4 |
ცხოვრება | 55,2 | 14,8 | 123,1 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 39,1 | 10,5 | 87,2 |
კულტურა, ექსკურსიები | 15,4 | 4,1 | 34,3 |
სხვა ხარჯები | 10,1 | 2,7 | 22,5 |
საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის მანძილზე 188,5%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5,4 მლნ შეადგინა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 58%-ით აღდგა.
უცხოელებიდან შემოსულმა შემოსავლებმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წელს 7,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.