https://sputnik-georgia.com/20230529/lindsi-gremze-rusetsizebna-gamocxadda-278091287.html
რუსეთმა ამერიკელ სენატორზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა ამერიკელ სენატორზე ძებნა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე, რომელმაც მანამდე რუსოფობიური განცხადება... 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T10:27+0400
2023-05-29T10:27+0400
2023-07-20T15:51+0400
რუსეთი
აშშ
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23442/09/234420978_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_d313d8ee710361ea5828a8c418f95a22.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე, რომელმაც მანამდე რუსოფობიური განცხადება გააკეთა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ძებნილ პირთა უწყებრივ ბაზაზე დაყრდნობით.სააგენტოს ცნობით, გრემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ს „ასე წარმატებით არასდროს დაუხარჯავს ფული", რადგან ამ ხარჯების შედეგად „რუსები იხოცებიან“.ამასთან ბაზაში დაკონკრეტებული არ არის, კერძოდ რომელი მუხლით იძებნება სენატორი.მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სენატორის რუსოფობიური განცხადებების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ბასტრიკინმა გასცა.26 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკისა და ლინდსი გრემის შეხვედრაა აღბეჭდილი. სენატორი ვიდეოში ამბობს ფრაზებს: „რუსები იხოცებიან“ და „ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს ფული“. ვიდეოში ეს ორი ფრაზა ერთმანეთს მიჰყვებოდა, მაგრამ იცვლებოდა რაკურსი. ჩანაწერის სრულ ვერსიაში, რომელიც Reuters-მა მიმოიხილა, ფრაზები „რუსები იხოცებიან“ და „ასე კარგად ფული არასდროს დაგვიხარჯავს“ სხვადასხვა კონტექსტშია ნახსენები. როგორც მედია წერს, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა „როიტერს“ დაუდასტურა, რომ ვიდეოჩანაწერი რედაქტირებული იყო.აღსანიშნავია, რომ ლინდსი გრემი აშშ-ის კონგრესში რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზა ვლადიმირ პუტინის მოკვლაა. გასულ წელს სწორედ მან წარადგინა რეზოლუცია კონგრესში, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითვალისწინებდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23442/09/234420978_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_3f4ebff71082b48a0b34577cf63b10be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე, რომელმაც მანამდე რუსოფობიური განცხადება გააკეთა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ძებნილ პირთა უწყებრივ ბაზაზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, გრემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ს „ასე წარმატებით არასდროს დაუხარჯავს ფული", რადგან ამ ხარჯების შედეგად „რუსები იხოცებიან“.
„გრემ ლინდსი ოლინი. ამერიკელი, დაბადებული 1955 წლის 9 ივლისს, იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, — ნათქვამია ბაზაში.
ამასთან ბაზაში დაკონკრეტებული არ არის, კერძოდ რომელი მუხლით იძებნება სენატორი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სენატორის რუსოფობიური განცხადებების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ბასტრიკინმა გასცა.
26 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკისა და ლინდსი გრემის შეხვედრაა აღბეჭდილი. სენატორი ვიდეოში ამბობს ფრაზებს: „რუსები იხოცებიან“ და „ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს ფული“. ვიდეოში ეს ორი ფრაზა ერთმანეთს მიჰყვებოდა, მაგრამ იცვლებოდა რაკურსი. ჩანაწერის სრულ ვერსიაში, რომელიც Reuters-მა მიმოიხილა, ფრაზები „რუსები იხოცებიან“ და „ასე კარგად ფული არასდროს დაგვიხარჯავს“ სხვადასხვა კონტექსტშია ნახსენები.
როგორც მედია წერს, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა „როიტერს“ დაუდასტურა, რომ ვიდეოჩანაწერი რედაქტირებული იყო.
აღსანიშნავია, რომ ლინდსი გრემი აშშ-ის კონგრესში რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზა ვლადიმირ პუტინის მოკვლაა. გასულ წელს სწორედ მან წარადგინა რეზოლუცია კონგრესში, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითვალისწინებდა.