https://sputnik-georgia.com/20230529/lavrovi-marcvleulis-garigebis-sesaxeb-278106212.html
ლავროვი: თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მარცვლეულის გარიგების მოქმედება შეწყდება
ლავროვი: თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მარცვლეულის გარიგების მოქმედება შეწყდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმება არსებობას შეწყვეტს, თუ რუსული მხარის მოთხოვნები შეუსრულებელი დარჩება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა... 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T18:02+0400
2023-05-29T18:02+0400
2023-05-29T21:56+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მარცვლეულის გარიგება
ახალი ამბები
სერგეი ლავროვი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278106043_187:530:2885:2048_1920x0_80_0_0_ad89c43708e8b480ffe81c2700ad82ba.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმება არსებობას შეწყვეტს, თუ რუსული მხარის მოთხოვნები შეუსრულებელი დარჩება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.მისი თქმით, გარიგების ფარგლებში ექსპორტირებული 30 მილიონი ტონიდან „უღარიბეს ქვეყნებში მხოლოდ 3%-ზე ნაკლები მოხვდა“.როგორც რუსი მინისტრი აცხადებს, რუსეთსა და გაეროს შორის გაფორმებული მემორანდუმი „საერთოდ არ სრულდება“. მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რომ ყველაფერ იმის შესრულებას ახერხებდეს, რისკენაც მოუწოდებს და რაც მემორანდუმითაა გათვალისწინებული, მაშინ „სურსათისა და სასუქების ბაზარზე გავლენა ბევრად უფრო დადებითი იქნებოდა“.რუსეთმა მაისში გაახანგრძლივა მონაწილეობა მარცვლეულის შეთანხმებაში, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაფორმდა უკრაინასთან გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით. გარიგება ითვალისწინებს უკრაინაში პორტების გახსნას სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის და ასევე რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას. მოსკოვი დაიმუქრა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეთანხმებას შეწყვეტს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამ მოთხოვნათა შორისაა საგადასახადო სისტემა SWIFT-თან „როსსელხოზბანკის“ ხელახალი დაკავშირება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278106043_431:518:2472:2048_1920x0_80_0_0_5f2af11ed756cab3154e22e7b9772a32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მარცვლეულის გარიგება, ახალი ამბები, სერგეი ლავროვი
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მარცვლეულის გარიგება, ახალი ამბები, სერგეი ლავროვი
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმება არსებობას შეწყვეტს, თუ რუსული მხარის მოთხოვნები შეუსრულებელი დარჩება,
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, გარიგების ფარგლებში ექსპორტირებული 30 მილიონი ტონიდან „უღარიბეს ქვეყნებში მხოლოდ 3%-ზე ნაკლები მოხვდა“.
როგორც რუსი მინისტრი აცხადებს, რუსეთსა და გაეროს შორის გაფორმებული მემორანდუმი „საერთოდ არ სრულდება“. მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რომ ყველაფერ იმის შესრულებას ახერხებდეს, რისკენაც მოუწოდებს და რაც მემორანდუმითაა გათვალისწინებული, მაშინ „სურსათისა და სასუქების ბაზარზე გავლენა ბევრად უფრო დადებითი იქნებოდა“.
„რაც შეეხება შავი ზღვის ინიციატივის შემდგომ ბედს... თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის — და, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ასეც იქნება — ის აღარ იფუნქციონირებს“, — განაცხადა ლავროვმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთმა მაისში გაახანგრძლივა მონაწილეობა მარცვლეულის შეთანხმებაში, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაფორმდა უკრაინასთან გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით. გარიგება ითვალისწინებს უკრაინაში პორტების გახსნას სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის და ასევე რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას. მოსკოვი დაიმუქრა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეთანხმებას შეწყვეტს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამ მოთხოვნათა შორისაა საგადასახადო სისტემა SWIFT-თან „როსსელხოზბანკის“ ხელახალი დაკავშირება.