https://sputnik-georgia.com/20230529/gaupasurdeba-tu-ara-lari-eqspertis-mosazreba-278090643.html
უნდა ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას - ექსპერტის მოსაზრება
უნდა ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას - ექსპერტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
ნიკა შენგელიას თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანზაქციები. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T11:22+0400
2023-05-29T11:22+0400
2023-05-29T16:16+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_96243591a4757c7f0a15d7a4fce39d6b.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება, შესაძლოა, 2023 წლის 10 ნოემბრიდან დაიწყოს, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.ეროვნულმა ვალუტამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად დაიწყო სწრაფი გამყარება. 2023 წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 4,4%-ით გამყარდა.ექსპერტის აზრით, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსი 2,5 GEL/$1-თან ახლოს შენარჩუნდება.შენგელიას თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანზაქციები – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფულადი გზავნილები 4-5-ჯერ გაიზარდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–მარტში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 130,3%-ით გაიზარდა და 1.255,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ლიდერობს – რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 678,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ფულადი გადარიცხვების 54%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_376:0:1500:843_1920x0_80_0_0_b35b291d915ebc1b84dbc0e582897435.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
უნდა ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას - ექსპერტის მოსაზრება
11:22 29.05.2023 (განახლებულია: 16:16 29.05.2023) ნიკა შენგელიას თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანზაქციები.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება, შესაძლოა, 2023 წლის 10 ნოემბრიდან დაიწყოს, განაცხადა
„Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
ეროვნულმა ვალუტამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად დაიწყო სწრაფი გამყარება. 2023 წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 4,4%-ით გამყარდა.
„10 ნოემბრიდან შეიძლება კვლავ იყოს გაუფასურების ნიშნები, მაგრამ ის არ მიაღწევს 2,8 GEL/$1 ან 3,0 GEL/$1-ს. ვფიქრობ, რომ შეიძლება მიმდინარე წელი დავხუროთ მაქსიმალური 2,6 GEL/$1-ის ნიშნულზე“, – განაცხადა შენგელიამ.
ექსპერტის აზრით, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსი 2,5 GEL/$1-თან ახლოს შენარჩუნდება.
შენგელიას თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანზაქციები – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფულადი გზავნილები 4-5-ჯერ გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–მარტში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 130,3%-ით გაიზარდა და 1.255,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ლიდერობს – რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 678,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ფულადი გადარიცხვების 54%-ია.