მოემზადეთ მძლავრი მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ივნისის კალენდარი

© courtesy of GSFC / Solar Dynamics ObservatoryСолнечная вспышка и выброс корональной массы
Солнечная вспышка и выброс корональной массы - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ზაფხულის პირველი თვე მზეზე აფეთქებებით დაიწყება, რასაც სხვადასხვა ინტენსივობის გეომაგნიტური მოვლენები მოჰყვება, ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებში.
ლაბორატორიის ინფორმაციით, ივნისში დედამიწას სუსტი, საშუალო, ასევე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები დაფარავს.
1 ივნისიდან 25 ივნისამდე (ჩათვლით) გეომაგნიტური კალენდარი ასე გამოიყურება:
2023 წლის ივნისის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი
2023 წლის ივნისის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
2023 წლის ივნისის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი
2 ივნისი — 5 ბალიანი, ანუ G1 დონის მაგნიტური ქარიშხალი;
3-4 ივნისი — ქარიშხლის სიმძლავრე 4 ბალამდე დაიწევს, მომდევნო დღეებში კი მაგნიტოსფერო დამშვიდდება.
18 ივნისი — კვლავ 5 ბალიანი, ანუ G1 დონის მაგნიტური ქარიშხალი;
19-20 ივნისი — 4 ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი;
25 ივნისი — ქარიშხლის სიმძლავრე კვლავ 4 ბალს მიაღწევს.
თვის დარჩენილი დღეების თაობაზე ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი(განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0