https://sputnik-georgia.com/20230529/--------278101898.html
დეკრეტული შვებულების ყალბი დოკუმენტაცია: ბრალი ერთ პირს წარედგინა
დეკრეტული შვებულების ყალბი დოკუმენტაცია: ბრალი ერთ პირს წარედგინა
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T15:21+0400
2023-05-29T15:21+0400
2023-05-29T20:01+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 237 პირის სახელზე დაამზადეს დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებლად საჭირო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინეს და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას – ჯამში 237 ათას ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ბრალდებულის სახით უკვე მიცემულია პასუხისგებაში.დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება ჯგუფურად) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 1 ათას ლარს შეადგენდა, ახლა კი ქალები სახელმწიფოსგან 2 ათას ლარს იღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დეკრეტული შვებულების ყალბი დოკუმენტაცია: ბრალი ერთ პირს წარედგინა
15:21 29.05.2023 (განახლებულია: 20:01 29.05.2023) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 237 პირის სახელზე დაამზადეს დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებლად საჭირო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინეს და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას – ჯამში 237 ათას ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ბრალდებულის სახით უკვე მიცემულია პასუხისგებაში.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება ჯგუფურად) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 1 ათას ლარს შეადგენდა, ახლა კი ქალები სახელმწიფოსგან 2 ათას ლარს იღებენ.