https://sputnik-georgia.com/20230528/tbilisis-metros-axali-vagonebi-rodis-gamocxaddeba-tenderi-278082011.html
ახალი ვაგონები თბილისის მეტროსთვის - როდის გამოცხადდება ტენდერი
ახალი ვაგონები თბილისის მეტროსთვის - როდის გამოცხადდება ტენდერი
Sputnik საქართველო
თბილისის მერია არ ემუქრება დასანქცირება რუსულ კომპანიასთან გაწყვეტილი ხელშეკრულების გამო, რადგან ყველა პროცედურა EBRD-ის უშუალო ჩართულობით განხორციელდა... 28.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-28T14:35+0400
2023-05-28T14:35+0400
2023-05-28T14:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_0:92:2000:1217_1920x0_80_0_0_dc9b4e6dc6f9d302fe1fe1a2876bf28f.jpg
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვაზე ახალი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა. თუმცა 2022 წლის მარტში EBRD-მა „მეტროვაგონმაშს“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეუჩერა. მიზეზი კომპანიის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის ალბათობა გახდა. თბილისის მერიამ 19 მაისს გაწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რადგან მას საერთაშორისო სანქციები შეეხო.ამასთან მან აღნიშნა, რომ მერიას დასანქცირება არ ემუქრება.„აღნიშნული კომპანია მოექცა სანქციების ქვეშ. შესაბამისად, ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა... მერია არ დასანქცირდება, ეს არის EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მათი უშუალო ჩართულობითა და წესებით ჩატარდა“, - განაცხადა კალაძემ.მერიის მონაცემებით, ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები უკვე დაწყებულია.თბილისის მერია რუსულ კომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს >>კომპანია „მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულება 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა.„მეტროვაგონმაში“ არის „ტრანსმაშჰოლდინგის“ ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში სარკინიგზო ტრანსპორტისთვის მოძრავი შემადგენლობების ორიდან ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_155:0:2000:1384_1920x0_80_0_0_27bfe455b16f10942c81b96d0f59e13c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ვაგონები თბილისის მეტროსთვის - როდის გამოცხადდება ტენდერი
თბილისის მერია არ ემუქრება დასანქცირება რუსულ კომპანიასთან გაწყვეტილი ხელშეკრულების გამო, რადგან ყველა პროცედურა EBRD-ის უშუალო ჩართულობით განხორციელდა, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვაზე ახალი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა. თუმცა 2022 წლის მარტში EBRD-მა „მეტროვაგონმაშს“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეუჩერა. მიზეზი კომპანიის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის ალბათობა გახდა. თბილისის მერიამ 19 მაისს გაწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რადგან მას საერთაშორისო სანქციები შეეხო.
„რაც შეეხება ახალი ვაგონების შესყიდვას, ამაზე გვექნება საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა სამინისტროსთან და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ შესყიდვას ვაგონების შესაძენად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მერიას დასანქცირება არ ემუქრება.
„აღნიშნული კომპანია მოექცა სანქციების ქვეშ. შესაბამისად, ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა... მერია არ დასანქცირდება, ეს არის EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მათი უშუალო ჩართულობითა და წესებით ჩატარდა“, - განაცხადა კალაძემ.
მერიის მონაცემებით, ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები უკვე დაწყებულია.
კომპანია „მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულება 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა.
„მეტროვაგონმაში“ არის „ტრანსმაშჰოლდინგის“ ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში სარკინიგზო ტრანსპორტისთვის მოძრავი შემადგენლობების ორიდან ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.