გიორგი შერმადინი ესპანეთში ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარეს - ემოციური ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2023
გამოწერა
შერმადინი სეზონის MVP Movistar-ი 2021 წელსაც გახდა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების და ესპანეთის „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 2022/23 წლის სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP Movistar) გახდა.
MVP Movistar არის ტიტული, რომელსაც ყოველთვიურად ანიჭებენ ესპანეთის ჩემპიონატის (Liga Endesa) ყველაზე ღირებულ მოთამაშეს. ყველაზე ღირებულ მოთამაშეს განსაზღვრავენ ასევე თითოეული მატჩის, ტურისა და მთელი სეზონის შედეგების მიხედვით.
შერმადინი საუკეთესო მოთამაშედ ქომაგებმა, მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და კალათბურთელებმა აირჩიეს. ჯამში მან 88,6 ქულა მოაგროვა. ქართველი კალათბურთელი აღნიშნული ჯილდოს მფლობელი კარიერაში მეორედ გახდა და ისეთ მოთამაშეებს გაუთანაბრდა, როგორებიც არიან არვიდას საბონისი, ლუის სკოლა, ნიკოლა მიროტიჩი, ტანოკა ბერდი და ფელიპე რეიესი.
Liga Endesa-მ გიორგი შერმადინს სპეციალური ჯილდო თვითმფრინავში ყოფნის დროს გადასცა, მიღწევის შესახებ ქართველმა კალათბურთელმა პილოტისგან გაიგო. ის სეზონის განმავლობაში საშუალოდ 14,4 ქულას, 5,4 მოხსნასა და 1,2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
შერმადინი სეზონის MVP Movistar-ი 2021 წელსაც გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0