ავიაკომპანია SunExpress-მა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2023
გამოწერა
Sun Express-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო - გამთენიისას ანტალიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისით 135 მგზავრი ჩამოვიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დაასრულა. Sun Express-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნეს-განვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან 2 წელზე მეტი ვაწარმოებდით და მათი მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. იმედი გვაქვს, რომ ისეთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც Sun Express-ია კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ავიაბაზარზე კონკურენციას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთს შორის ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.
SunExpress-ი 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავიაგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. ბრიტანული კონსალტინგური კომპანია SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0