უკრაინამ საქართველოს შეიძლება ოფიციალურად შეუცვალოს სახელი

© photo: Sputnik / Miroslav Rotar'უკრაინის უმაღლესი რადა
უკრაინის უმაღლესი რადა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2023
გამოწერა
ამ ნაბიჯს შეუძლია კიევისა და თბილისის დაახლოება, ასევე ქვეყნის „რუსიფიცირებული“ დასახელებისგან გათავისუფლება, მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. უკრაინის უმაღლეს რადაში გამოვიდნენ წინადადებით, რომ საქართველოს დასახელება ოფიციალურად შეიცვალოს – „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველო“ ეწოდოს. შესაბამისი კანონპროექტი პარასკევს უკრაინის პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
„კანონპროექტის მიზნის მისაღწევად გთავაზობთ უკრაინაში ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ მიმოწერასა და ურთიერთობებში, ასევე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში შემოვიტანოთ საქართველოს ოფიციალური და ისტორიული დასახელება „გრუზიას“ ნაცვლად. შესაბამისად, ქართველ ხალხს ეწოდოს „ქართველები“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯს შეუძლია კიევისა და თბილისის დაახლოება, ასევე ქვეყნის „რუსიფიცირებული“ დასახელებისგან გათავისუფლება.
2018 წლის მაისში ლიეტუვამ „საქართველო“ აღიარა მეორე არაოფიციალურ სახელწოდებად „გრუზიას“ პარალელურად. ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მიმართ სახელწოდება „საქართველოს“ გამოყენება ოფიციალურად დაიწყო. უმრავლეს ენებში ქვეყანას ლათინური წარმოშობის დასახელებას – „ჯორჯიას“ (Georgia) უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0