სარკინიგზო გადაზიდვები კვლავ გაიზარდა: ახალი მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2023
გამოწერა
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29% საქართველოდან გატანილ ტვირთზე მოდის.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 3,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 5,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობის 10,9% ადგილობრივ გადაზიდვებზე მოდის, 30,5% – საერთაშორისო (არ მოიცავს ტრანზიტს) გადაზიდვებზე, 58,6% – ტრანზიტზე.
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29% საქართველოდან გატანილ, ხოლო 71% შემოტანილ ტვირთზე მოდის.
ტვირთების მთლიანი მოცულობის 70,3% ქვეყანაში შემოვიდა რუსეთიდან, 12,2% – აზერბაიჯანიდან, 3,4% – რუმინეთიდან, 2,3% – სომხეთიდან, 2,2% – თურქმენეთიდან, 1,5% - თურქეთიდან.
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გავიდა სომხეთში – 19,5%, რუსეთის ფედერაციაში – 12,9%, ყაზახეთში – 7,3%.

ტრანზიტი

სტატისტიკის თანახმად, ტრანზიტული ტვირთების საერთო მოცულობის 14,3% თურქეთში გავიდა, 10,7% – ნიდერლანდში, 7% – იტალიაში, 6,1% – ჩინეთში.
ამ პერიოდში სატრანზიტო ტვირთების 23,7%-ის გამომგზავნ ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 5,6%-ის – ბრაზილია, 2,7% - ინდონეზია, 2,1%-ის – თურქეთი.
საანგარიშო პერიოდში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30,5% მოდის ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, 27,5% – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 12,3% – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში: 68,7% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 13,8% – ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, ხოლო 4,4% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (49,2%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12,3%), კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (10,8%).
ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (38,4%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (21,6%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (16,1%) დ ა სოფლის მეურნეობის პროდუქტები (11,8%).

სამგზავრო გადაზიდვები

2023 წლის პირველ კვარტალში „საქართველოს რკინიგზის" მომსახურებით 472,3 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტია. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 136,5 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა, რაც 90,9%-ით მეტია.
იანვარ-მარტში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 464,4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,3%-ს შეადგენს და 98,9%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 7,8 ათასი მგზავრი, რაც 68,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 55,6% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 44,4%.
2023 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0