https://sputnik-georgia.com/20230527/policiam-26-wlis-mamakacis-mkvleloba-gaxsna-278063827.html
ჭაში ჩააბეტონეს: პოლიციამ 26 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნა
ჭაში ჩააბეტონეს: პოლიციამ 26 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნა
Sputnik საქართველო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში რუსთავში მცხოვრები გიორგი მირზაშვილი ოთხი თვის წინ მოკლეს 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T13:43+0400
2023-05-27T13:43+0400
2023-05-27T13:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ქართლი
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23902/12/239021253_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_81ebd1548c5d2160dbe5fc24611378bd.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა 26 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.მედიის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4 თვის წინ 26 წლის გიორგი მირზაშვილი მოკლეს, ის რუსთავში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა დანაშაული აღიარა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ინვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებისთვის ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა.ამავდროულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ბიჭის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ადგილსამყოფელის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის დედას წერდნენ, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
ქართლი
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23902/12/239021253_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_ce9fb6239f9f112a996217c79368d0e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართლი , კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართლი , კახეთი
ჭაში ჩააბეტონეს: პოლიციამ 26 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში რუსთავში მცხოვრები გიორგი მირზაშვილი ოთხი თვის წინ მოკლეს
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა 26 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მედიის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4 თვის წინ 26 წლის გიორგი მირზაშვილი მოკლეს, ის რუსთავში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა დანაშაული აღიარა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ინვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებისთვის ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა.
ამავდროულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ბიჭის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ადგილსამყოფელის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის დედას წერდნენ, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.