მსოფლიო ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2023
გამოწერა
საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვები მიიღო.
საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მილოცვის წერილები ასევე მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პიტერ ფიალასგან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისისგან, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩისგან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გალაბ დონევისგან, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი ჩიუკასგან.
პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასევე ულოცავენ: არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, დუბაის საამიროს მმართველი და პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი აკილბეკ ჟაპაროვი და ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო.
დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
ყველა ახალი ამბავი
0