კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები სტიქიამ დააზარალა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2023
გამოწერა
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დაისეტყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ცნობით, განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები ზემო ხანდაკი, მეტეხი და ჩოჩეთი.
მოვარდნილმა ნიაღვარმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის სარდაფი დატბორა. სტიქიის შედეგად დახოცილია შინაური ფრინველიც.
ინფორმაცია სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0