https://sputnik-georgia.com/20230527/100-wlis-semdeg-saqartvelos-saxelmwifo-morvawes-tbilissi-dakrzalaven-278070338.html
100 წლის შემდეგ - საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეს თბილისში დაკრძალავენ
100 წლის შემდეგ - საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეს თბილისში დაკრძალავენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი სახელმწიფო მოღვაწის ნეშტი სამშობლოში გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ დააბრუნა. 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T21:22+0400
2023-05-27T21:22+0400
2023-05-27T21:22+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1b/278068464_0:40:533:339_1920x0_80_0_0_c83de37c89b1c4dc74cdce739495a352.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი სახელმწიფო მოღვაწის ნეშტი მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ სამშობლოში დააბრუნა. დაკრძალვამდე ნეშტი იქნება დასვენებული წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 28 მაისს ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდებიან დამფუძნებელი კრების წევრები: კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი.ვინ იყო ალექსანდრე ლომთათიძე1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა (ყოფილი ეროვნული საბჭო) დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით.დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული იყო 15 პოლიტიკური პარტია.1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, ხოლო ალექსანდრე ლომთათიძე – დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ).კარლო ჩხეიძის საქართველოში არყოფნისას ლომთათიძე თავმჯდომარეობდა კრების სხდომებს.საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორ-ნახევარი წელი იარსება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ლომთათიძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.1923 წელს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად იგი რუსეთში გადაასახლეს. მოგვიანებით კი მძიმე ავადმყოფობის გამო მას ტაშკენტში გადასვლის უფლება მისცეს, სადაც 1924 წლის აგვისტოში კვლავ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ლომთათიძე დაპატიმრებიდან მალევე გარდაიცვალა და დაკრძალული იყო ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1b/278068464_0:0:533:399_1920x0_80_0_0_e833696f03d06a70a5bf45b698020f4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველოს სიამაყე
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველოს სიამაყე
100 წლის შემდეგ - საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეს თბილისში დაკრძალავენ
საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი სახელმწიფო მოღვაწის ნეშტი სამშობლოში გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ დააბრუნა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი სახელმწიფო მოღვაწის ნეშტი მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ სამშობლოში დააბრუნა. დაკრძალვამდე ნეშტი იქნება დასვენებული წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 28 მაისს ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდებიან დამფუძნებელი კრების წევრები: კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი.
ვინ იყო ალექსანდრე ლომთათიძე
1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა (ყოფილი ეროვნული საბჭო) დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული იყო 15 პოლიტიკური პარტია.
1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, ხოლო ალექსანდრე ლომთათიძე – დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ).
კარლო ჩხეიძის საქართველოში არყოფნისას ლომთათიძე თავმჯდომარეობდა კრების სხდომებს.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორ-ნახევარი წელი იარსება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ლომთათიძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.
1923 წელს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად იგი რუსეთში გადაასახლეს. მოგვიანებით კი მძიმე ავადმყოფობის გამო მას ტაშკენტში გადასვლის უფლება მისცეს, სადაც 1924 წლის აგვისტოში კვლავ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ლომთათიძე დაპატიმრებიდან მალევე გარდაიცვალა და დაკრძალული იყო ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.