ხელისგულით გაზომილი დიეტა: ბრიტანელი დიეტოლოგის რჩევა

© Pexels / Valeria Boltnevaცისარტყელა ხელისგულზე
ცისარტყელა ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
გამოწერა

ამბობენ, რომ თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვა რაოდენობის საკვები მიიჩნევა იდეალურად, რომ ეს აუცილებლად სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, რომ ექიმ–დეიტოლოგთან კონსულტაციის გარეშე დაწყებული დიეტა სახიფათოა…

კი, ბატონო, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო.  ჩვენ უბრალოდ შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენს გახდომა–გატანწერწეტებაში. მით უმეტეს, რომ დღეს–ხვალ, ზაფხული მთელი ძალით შემოაბიჯებს და სამოსის შეძლებისდაგვარად შემოძარცვამდე სხეულის გალამაზება არავის გვაწყენს.

დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანმა იმდენი უნდა ჭამოს, რამდენიც… მის ხელისგულზე დაეტევა.

ნუ აჰყვებით ფორმულას: ჯანსაღი საკვები არ ასუქებს. თურმე ასუქებს, თუკი დიდი რაოდენობით მიირთმევთ.

ასოციაციის წევრმა დიეტოლოგმა შონ პორტერმა გამოთვალა, რა რაოდენობის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები უნდა მიიღოს ადამიანმა ყოველდღიურად და დაადგინა, რომ:

© Sputnikხორცის დღიური ნორმა
ხორცის დღიური ნორმა   - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
ხორცის დღიური ნორმა

•    ხორცის ნაჭერი უნდა იყოს იმხელა, რამხელაც თქვენი ხელისგულია — თითების გარეშე. ნუ დაფრთხებით. თუ დიდი ტანისა ბრძანდებით, ესე იგი, ხელებიც დიდი გაქვთ და, რაღა თქმა უნდა, ხელისგულიც. შესაბამისად, ხორცის ნაჭერიც კარგა მოზრდილი გამოვა.

© Sputnikთევზის დღიური ნორმა
თევზის დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
თევზის დღიური ნორმა

•    თევზი — თუ ნაკლებცხიმიანია,  შეგიძლიათ ხელისგულს თითების სიგრძეც მიათვალოთ და ამ ზომის ნაჭერი მიირთვათ.

© Sputnikსალათის ფურცლების, მწვანილის დღიური ნორმა
სალათის ფურცლების, მწვანილის დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
სალათის ფურცლების, მწვანილის დღიური ნორმა

•    სალათის ფურცლები, მწვანილი — შეგიძლიათ მიირთვათ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ჭამას გადაწყვეტთ, თანაც ბლომად. წარმოიდგინეთ, რამდენი დაგეტევათ ორივე პეშვში. კვირაში ეს ლამის მთელი ტომარაა.

© Sputnikხილ-კენკრის დღიური ნორმა
ხილ-კენკრის დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
ხილ-კენკრის დღიური ნორმა

•    კენკროვანი ხილი — დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 80 გრამს, რაც სწორედ იმდენია, რამდენიც თქვენს ორივე პეშვში ეტევა.

© Sputnikბოსტნეულის: კარტოფილის, კომბოსტოსა და სხვ. დღიური ნორმა
ბოსტნეულის: კარტოფილის, კომბოსტოსა და სხვ. დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
ბოსტნეულის: კარტოფილის, კომბოსტოსა და სხვ. დღიური ნორმა

•    ბოსტნეული — მაგალითად, კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო… იმხელა უნდა იყოს, რამხელაც თქვენი მუჭია.

© Sputnikმაკარონისა და ბურღულეულის დღიური ნორმა
მაკარონისა და ბურღულეულის დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
მაკარონისა და ბურღულეულის დღიური ნორმა

•    მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი — იმდენი, რამხელაც თქვენი მუჭია, ოღონდ გაზომეთ აუცილებლად მშრალ მდგომარეობაში.

•    ნუში, კაკალი, თხილი — ერთი პეშვი. ოღონდ მიირთვით სათითაოდ, ნება–ნება, რათა ორგანიზმმა უკეთ აითვისოს.

© Sputnikშოკოლადის დღიური ნორმა
შოკოლადის დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
შოკოლადის დღიური ნორმა

•    შოკოლადი — საჩვენებელი თითის სიგრძე.

•    კარაქი, ცხიმი — ნებისმიერი სახისა, ცერა თითის ტოლი.

© Sputnikყველის დღიური ნორმა
ყველის დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
ყველის დღიური ნორმა

•    ყველი — ერთ ჯერზე დაახლოებით 30 გრამის მიღებაა რეკომენდებული, ანუ ორივე ცერა თითის ტოლი ნაჭრისა.

© Sputnikნამცხვრის, ხაჭაპურის დღიური ნორმა
ნამცხვრის, ხაჭაპურის დღიური ნორმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
ნამცხვრის, ხაჭაპურის დღიური ნორმა

•    ნამცხვარი, ხაჭაპური — გაშალეთ საჩვენებელი და შუა თითი, შეატყუპეთ ისინი და დაატოლეთ ნაჭერს. ეს დაახლოებით 185 კალორიის ტოლია.

დაბოლოს, შონ პორტერი ირწმუნება, რომ თუ ბრიტანელი დიეტოლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, ჭარბი წონის პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ.

ყველა ახალი ამბავი
0